06.05.2021 ajaratv.ge
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად ქვეყანა, ბიზნესი და ტურისტული სეზონი უნდა გაიხსნას. ამისთვის კი სექტორი წინასწარ უნდა მოემზადოს.
გიორგი ფხაკაძის თქმით, აქვს რამდენიმე ახალი ინიციატივა, რომელსაც საქართველოში არსებულ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს. მათ შორის ერთ-ერთია ტურისტული სექტორის აკრედიტაცია. ეს არის კოვიდსერთიფიცირებული ტრანსპორტი და გიდები, ასევე კოვიდუსაფრთხო რესტორნები და სასტუმროები. ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტს უსაფრთხო მომსახურების პაკეტი უნდა შევთავაზოთ.
''მოდით ვირუსს შევხედოთ თვალებში, ვაღიაროთ რომ ის ჩვენს ქვეყანაშია და კიდევ იქნება. შეშინებულები კი არ ვიყოთ, არამედ შეიარაღებულებმა ვებრძოლოთ. არ ვიყოთ სირაქლემას პოზიციაში, რომ ჩვენ ეს არ შეგვეხება. თუ გვინდა, რომ წავიდეთ წინ და ეკონომიკა გავზარდოთ, თუ გვინდა, რომ ადამიანურად ვიცხოვროთ, დავიბრუნოთ ბიზნესი და იყოს უსაფრთხო გარემო, უნდა ვაღიაროთ, რომ ვირუსი არსებობს და ვიცხოვროთ მასთან ერთად. ვისწავლოთ როგორ დავიცვათ თავი, ოჯახი, ჩვენი ქვეყანა და ტურისტები. თუ ჩვენ ამისი შეგრძნება, გვექნება წინ წავალთ.
თუ გვექნება შეგრძნება, რომ დავიკეტებით-გავიხსნებით და ასე დაუსრულებლად, არაფერი შეიცვლება. წელიწადნახევარი გავიდა და დავინახეთ, რომ ეს არ მუშაობს. რა ვქნათ ჩავიკეტოთ? ეს არ არის გამოსავალი.
საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციასთან ერთად დავიწყეთ პროექტი, რამდენიმე დღეში გვექნება პირველი ტრენინგი. აჭარის რეგიონისთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება. იგეგმება გიდების სერთიფიცირება, მათ ეცოდინებათ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ თვითონ არ დაინფიცირდნენ და ტურისტებსაც არ გადასდონ ვირუსი'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას გიორგი ფხაკაძემ.
ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ვაქცინაცია ტურიზმისა და ქვეყნის გახსნის ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა პირბადის ტარება მაინც დაგვჭირდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ტურისტულ ორგანიზაციებში, რესტორნებსა და სასტუმროებში დასაქმებულების ვაქცინაცია იწყება.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Source: https://ajaratv.ge/article/76116
Comments