top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდებათ ეპიდემიოლოგებს, ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ეკონომიკას და...

28.05.2021 Rustavi2



ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდებათ ეპიდემიოლოგებს, ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ეკონომიკას და ამის ფასს გადავიხდით - გიორგი ფხაკაძე


ეპიდემიოლოგები საზოგადოებას რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტების განცხადებით, ე.წ. ინდური შტამი კლასიკური კორონავირუსისგან რთული მიმდინარეობით და სწრაფი გავრცელებით განსხვავდება.

"არავითარ შემთხვევაში მოდუნება არ შეიძლება, რადგან გამორიცხული არ არის, როდესაც ქვეყანაში ფიქსირდება თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ ვთქვათ, რომ ის აღარ გავრცელდება, ამისი გარანტია არ გვაქვს. შეიძლება ამ ადამიანებს ჰქონდათ გარკვეული კონტაქტები, დარწმუნებული ვარ, ალბათ ამ კონტაქტების მოძიება უზრუნველყოფილი იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, რათა არ მოხდეს ამ ინდური შტამის ისეთი მასიური გავრცელება და ისეთი კატასტროფული მდგომარეობა, რაც, მაგალითად, ვიხილეთ ინდოეთში," - აცხადებს პროფესორი მაკა ბულეიშვილი.

ექიმები სწრაფად გადამდები შტამის გავრცელების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ დღის წესრიგში დადგეს არსებული რეგულაციების გადახედვის საჭიროება.

"კორონავირუსის ყველა შტამის პრევენციის გზა არის ერთნაირი - ეს არის დისტანცირება, პირბადის გამოყენება და ვაქცინაციის ჩატარება. იმის მიხედვით, რა მდგომარეობა იქნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და რეგიონში, უნდა გადაიხედოს რეგულაციები და მიმოსვლის აღდგენის საკითხიც,"- აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ქმედებებზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერი იქნება მეოთხე ტალღა.

"ჩვენზეა დამოკიდებული ამ მეოთხე ტალღას როგორ შევაჩერებთ. ანუ, ჩვენ ვიცით რაც არის გასაკეთებელი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ეპიდემიოლოგებს, ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ეკონომიკას. ვაღიაროთ, უკვე ყველა იმაზე თანხმდება - ეპიდემიოლოგიური მოსაზრებები გადაწეულია მეათე პლანზე და პირველ პლანზეა ეკონომიკა და პოლიტიკური სიტუაცია და ამის ფასს ჩვენ გადავიხდით, ამის მაგალითი ინდოეთია," - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/200248


Comments


Post: Blog2_Post
bottom of page