12/08/2021
ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებას, რომ „ხატია სიჭინავას უნდა მოჰკიდო ხელი, ჩააცვა თეთრი ხალათი და ერთი კვირა სანიტრად ამუშაო“, თავად ანტივაქსერი ხატია სიჭინავა გამოეხმაურა. ყოფილ ტელეწამყვანს ფხაკაძის კრიტიკა სერიოზულად არ მიუღია.
„ჩემს შვილებს თუ დაიტოვებს, არ ვარ წინააღმდეგი. ამის ნერვზეც თუ ვიჯექი, რას წარმოვიდგენდი“, – დაწერა ყოფილმა ტელეწამყვანმა Instagram-ზე.
ხატია სიჭინავა მიიჩნევს, რომ კორონავირუსზე მავნებელი ვაქცინაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ის ქვეყანაში არსებულ რეგულაციებსაც არ იცავს და პროტესტის ნიშნად პირბადეს არ იყენებს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments