top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

“ჩემი დიდი ბაბუა, ბაბუა და მამა მასონები იყვნენ” – გიორგი ფხაკაძის “აღიარება”

04/01/2021

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსისა და ვაქცინაციის ირგვლივ არსებულ შეთქმულების თეორიებს სოციალურ ქსელში იუმორისტული პოსტით ეხმაურება. მისი თქმით, მასონი ფრანგული სიტყვაა და ქართულად, ქვისმთლელს ნიშნავს, ხოლო ამ განმარტების მიხედვით გამოდის, რომ ის მასონების ოჯახიდანაა. “მე მასონების ოჯახიდან ვარ!!! ჩემი დიდი ბაბუა , ბაბუა და მამა მასონები იყვნენ… მეტსაც გეტყვით, ქუთაისთან ახლოს არის ერთი ბუნებრივი ფერადი ქვებით მდიდარი სოფელი, ჭოგნარი , სადაც, თითქმის ყველა, მასონი ცხოვრობს… დიახ, მასონი!!! ისე, რომ იცოდეთ, მასონი ფრანგული სიტყვაა და ქართულად ქვისმთლელს ნიშნავს. გადაშალეთ წიგნები და წაიკითხეთ , ბევრ კითხვაზე შეძლებთ პასუხის გაცემას!!!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





21 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page