top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ჩემზე რაც გაქვთ დაწერილი/გაზიარებული, არ “გიტყდებათ”?!​ – კვლევებმა დაადასტურა ფაქტი, რომელსაც...

09/07/2021

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს კვლევას, სადაც ნათლად ცანს, რომ ვაქცინის მესამე დოზა, ბუსტერი აუცილებლია.


გიორგი ფხაკაძე ამტკიცებდა, რომ დაბალეფექტური ვაქცინების შემთხვევაში მესამე დოზა აუცილებელი იქნებოდა. რის გამოც ის მანიპულაციაში დაადანაშაულეს. თუმცა, მასთან ინფორმაციის გადამოწმება არ უცდიათ.

„მე-3 დოზა, ანუ ბუსტერი, არის საჭირო ამაზე მე გესაუბრებით 2020 წლის იანვრიდან. დეტალები ჩემს გვერდზეა. ისე, გახსოვთ ჩემზე სტატია რომ დაიწერა და თქვეს, მანიპულაცია არისო? 23 აპრილის ლაივი, გახსოვთ? საქართველოში ბოდიშის მოხდა არ “მოსულა”, გაგლანძღავენ, შეურაცხყოფას მოგაყენებენ და მერე ბოდიშის მოხდა “უტყდებათ“…

დაბალეფექტური ვაქცინების შემთხვევაში – მესამე დოზა 5-6 თვეში მე-2 დოზის შემდეგ (ბაჰრეინის, ბრიტანეთის, უელსის, გაერთიანებული ემირატების მაგალითები)

მაღალეფექტური ვაქცინების შემთხვევაში 12 თვის შემდეგ იქნება საჭირო მე-3 დოზა (“ფაიზერმა” უკვე ოფიციალურად მოითხოვა რეგისტრაცია ამერიკის წამლის სააგენტოში)

ამ ვირუსთან ბრძოლაში მთავარია ერთად ყოფნა. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. არა თავშეყრის ადგილებს;

მოითხოვეთ მაღალეფექტური ვაქცინები (ბატონი ცერცვაძის თქმით, “მერსედესის” ტიპის რომ არისო).

P.S.: ზოგ-ზოგიერთებისგან ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ ვიცი, აზრი არა აქვს. უბრალოდ, ჩემზე რაც გაქვთ დაწერილი/გაზიარებული, არ “გიტყდებათ“?!“,- დაწერა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page