top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ჩაკეტვამ მოგვცა შედეგი, მაგრამ თუ გავიხსნებით, ეს მონაპოვარი რამდენიმე დღეში დაიკარგება

21.12.2020 Rustavi2



პროფესორისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მოიხსნება, ის შედეგი, რაც ინფიცირების კლებამ გამოწვია, რამდენიმე დღეში გაქრება. ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერში" ისაუბრა.

გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციაა, შეზღუდვები ნაადრევად არ მოიხსნას.

"მთელი უბედურება არის ის, რომ ამ ვირუსმა არც დაბადების დღე იცის, არც ახალი წელი, არც დილა და არც საღამო. ის ვრცელდება მაშინ, როდესაც მისცემ საშუალებას. თუ ჩვენ გავიხსნებით 24-ში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩემი რეკომენდაციაა, რომ ყველა ის ქვეყანა, ვინც ნაადრევად გაიხსნა, გადაიხადეს ორმაგი და სამმაგი ფასი. შესაბამისად, საქართველო არის იმის კლასიკური მაგალითი, რომ დავინახეთ შედეგი ჩაკეტვის. დავინახეთ, რომ ჩაკეტვამ შედეგი მოგვცა. კი, ბოლომდე ჩაკეტვა არ იყო, მაგრამ ჩვენ თუ გავიხსნებით, ის მონაპოვარი, რაც მოვიპოვეთ, ეს დაიკარგება და გაქრება რამდენიმე დღეში," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა პრეპარატ "რემდესივირის" ეფექტიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, პრეპარატს კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტი არ აქვს.

"20 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო გადაწყვეტილებით, ოფიციალურად, სადაც წერია, რომ რემდესივირი არ არის ეფექტური covid-19-ის სამკურნალოდ. ამითი, მგონი, ჩვენ უნდა დავხუროთ თემა," - აღნიშნა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/185460


Comments


Post: Blog2_Post
bottom of page