top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით ან კლიმატის“

23/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი


ებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირამ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:


„მთავარი რეკომენდაციაა, ანალიზი ჩატარდეს ქვეყანაში, თუ რა ვისწავლეთ პანდემიის დროს, როგორ უნდა მოვემზადოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის. ყველა ქვეყანა აკეთებს ანალიზს, გასული სამი წლის განმავლობაში, რა გამოცდილება მიიღეს კორონავირუსის პანდემიისას, რა უნდა ყოფილიყო უკეთესად გაკეთებული და როგორ უნდა ვიყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის“.

მისი თქმით, სექტემბერში, გაეროში, მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ ე.წ. მზადყოფნის რეჟიმებს. საუბარი იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ მოვლენებზე, მათ შორის, განიხილება პანდემიებისადმი მზადყოფნაც.

„ყველა თანხმდება და გამოცდილებამ აჩვენა, რომ პანდემიებთან ერთად, ერთ-ერთი გამოწვევა არის კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა. წელს, ალბათ, იგრძენით, - ჩვენთანაც მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. მთელი რიგი შედეგები აქვს ამ ყველაფერს. ამიტომ სექტემბერში, გაეროს მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ ე.წ. მზადყოფნის რეჟიმებს. იცით, რომ მაისში, იაპონიაში „დიდი შვიდიანის“ შეხვედრაზე, საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად მთავარ პრობლემად იდგა მზადყოფნის რეჟიმები.

ყველა ქვეყანა აკეთებს ანალიზს, გასული სამი წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიისას რა გამოცდილება მიიღეს, რა უნდა ყოფილიყო უკეთესად გაკეთებული, როგორ უნდა ვიყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის. 21-ე საუკუნეში შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს, შეიძლება, ეს განპირობებული იყოს ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით, კლიმატის ცვლილებით, თუ სხვა მიზეზებით.

ალბათ, საქართველოსაც ექნება მსგავსი სტრატეგია მომავალი 5 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ამჟამად ვარ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობებზე მზადყოფნის 2023-2030 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოსამზადებელი პროცესის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ვმონაწილებ ასეთი ევროპული დოკუმენტის შემუშავებაში. აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობ და მთავარი რეკომენდაციაა, რომ ანალიზი ჩატარდეს ქვეყანაში, თუ რა ვისწავლეთ პანდემიის დროს, როგორ უნდა მოვემზადოთ მსგავსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


2 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page