top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ყველა ჟურნალისტს გელოდებით თბილისში ჩემთან ჩაიზე…“ – გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოდის

23 ივნისი, 2022

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე COVID-19-ით დაინფიცირდა.

როგორც გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა, ის კოვიდვაქცინით 3-ჯერაა აცრილი, ვირუსი ადვილად გადაიტანა და ახლა თავს კარგად გრძნობს. -„პარიზში, წვიმაში დავსველდი და გავცივდი. მეგობრები მოდიოდნენ და წამლები მოჰქონდათ. ყველასთან პირბადით არ ვიყავი, ხოდა ამ წამლებთან ერთად, მათ მომიტანეს კორონა. ერთი დღის განმავლობაში ვიყავი მოთენთილი, მქონდა ხველება, სხვა ჩივილები არ მქონია, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ ჩაიარა. სამჯერ ვარ აცრილი, ვირუსი ადვილად გადვაიტანე, თავს კარგად ვგრძნობ. როგორც წესია, ვიყავი იზოლაციაში, არავინ მინახავს… ძალიან მსუბუქად გადავიტანე. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარი სეზონური გაციება არ არის, თუ სიმპტომები გაქვთ, კვლევა ჩაიტარეთ. რაც მთავარია, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, არავის გადადებია, ამაზე ძალიან ვნერვიულობდი და გამიხარდა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, მომავალ კვირაში საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.

-„, ყველა ჟურნალისტს გელოდებით თბილისში ჩემთან ჩაიზე ჯანმრთელობას გისურვებთ…“ წერს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

--- 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

---

ავტორი: ირინა დათაშვილი #datasvili




Comments


Post: Blog2_Post
bottom of page