10/03/2021
გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ჟურნალ „სარკესთან’“ ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ თავად ჯერჯერობით ვაქცინა არ გაუკეთებია, 44 წლისაა და როცა მის ასაკამდე მიაღწევენ, აუცილებლად აიცრება – „დავიღალე სახლში ჯდომით, მოგზაურობა მინდა“, აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.
ის 2022 წელს საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში მეგობრებთან ერთად ფართის მოწყობას გეგმავს, რადგან საქართველო ძალიან მოენატრა და მისივე თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსი უკვე კონტროლს დაექვემდებარება – „2022 წლის ზაფხულში დაგეგმილი მაქვს ანაკლიაში ფართის მოწყობა მეგობრებთან ერთად.
ამ დროისთვის ყველაფერი უკვე კონტროლის ქვეშ იქნება და უსაფრთხოდ ვიქნებით. ძალიან მომენატრა საქართველო და მეგობრები, მაგრამ ვერ ჩამოვდივარ. ღმერთმა დამიფაროს, ავად გავხდე და ქართულ საავადმყოფოში ამოვყო თავი!..“ ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი ასევე ამბობს, რომ ვინც აცრას არ ჩაიტარებს, ის საზოგადოებისთვის საფრთხე იქნება -„ ამ საკითხზე ევროკავშირი ბევრს ფიქრობს და დიდი დისკუსიაა, რადგან განიხილება, როგორც ადამიანთა უფლებების შეზღუდვა…“
გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს: „თუ 21-ე საუკუნეში გინდა ურთიერთობა ადამიანებთან, ვაქცინაცია საჭიროა. სხვა თავდაცვის საშუალება არ გვაქვს. მაშინ მოსწყდნენ საზოგადოებას და წავიდნენ რაჭაში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში და იქ იცხოვრონ მარტო, ან ჩამოაყალიბონ დასახლებული პუნქტები, სადაც მხოლოდ ანტივაქსერები იცხოვრებენ. თუ საზოგადოებაში ცხოვრება სურთ, უნდა მიიღონ ეს ვაქცინა…“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments