15/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
2018 წლის 22 ივნისს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ქირურგიის ინტერესთა ჯგუფის მეხუთე ვორქშოპი, რომელიც 4 საათი და 30 წუთი გრძელდებოდა და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა. აღნიშნულ ვორქშოპს 36 სტუდენტი ესწრებოდა. ვორქშოპს უძღვებოდა SIGA-ს პრეზიდენტი ავთანდილ ქოჩიაშვილი და თანახელმძღვანელები: გიორგი საბახტარიშვილი, გ. წიბლიაშვილი, ლ. ხურცია, დ. დანგაძე, თ. ღვინიანიძე, კ. თორდია, გ. ქოჩიაშვილი და ლ. მაჩიტიძე.
პირველი ლექცია შემდეგ საკითხებს მოიცავდა: „მნიშვნელოვანი რჩევები რეზიდენტურის გასაუბრებისთვის“ და „ქირურგიის საფუძვლები - ნაკერები/კვანძები“. ლექციას უძღვებოდა SIGA-ს პრეზიდენტი ავთანდილ ქოჩიაშვილი და გიორგი საბახტარიშვილი. ლექციაზე განხილული იყო ის პრაქტიკული სამუშაოები, რაც შემდგომ დაწვრილებით სტუდენტებმა ჯგუფებში გაიარეს.
შეხვედრის სალექციო ნაწილის დასრულების შემდეგ დამსწრე აუდიტორია ტრენერებმა სხვადასხვა ჯგუფებში გადაანაწილეს. ჯგუფებს მიეცათ შესაძლებლობა გაევლოთ ტრენინგი ქირურგიულ კერვაში (ხელმძღვანელები: ა. ქოჩიაშვილი, ლ. მაჩიტიძე, გ.წიბლიაშვილი). ამისთვის მათ მიეცათ საჭირო ქირურგიული აღჭურვილობა და სილიკონის სპეციალური სავარჯიშო ზედაპირი. სტუდენტებმა შეისწავლეს უბრალო წყვეტილი ნაკერი და ასევე ინსტრუმენტული კვანძის დადება.
ქირურგიული კვანძების დადებას ხელმძღვანელობდნენ დტსუ-ს სტუდენტები გ. ქოჩიაშვილი, თ. ღვინიანიძე, კ. თორდია. მათ სტუდენტებს ასწავლეს 4 ტიპის ქირურგიული კვანძის შეკვრა (2 ცალხელიანი, 2 ორხელიანი). მონაწილეებმა ასევე გაიარეს სარეზიდენტო გასაუბრების სიმულაცია (ხ-ელი გიორგი საბახტარიშვილი). სტუდენტებს დაესვათ ამერიკული რეზიდენტურის პროგრამების გასაუბრებებზე ხშირად დასმული კითხვები, მიეცათ პრაქტიკული რჩევები პასუხების გასაცემად და გასაუბრებისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. ვორქშოფის დასასრულს მოხდა დამსწრე სტუდენტების აღრიცხვა და ერთობლივი ფოტოსურათების გადაღება.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments