14/01/2021
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მოქმედი შეზღუდვები უნდა მოიხსნას, ოღონდ უსაფრთხოების სრული დაცვით.
როგორც პროფესორი განმარტავს, ამ შემთხვევაში ორი რამ არის გასათვალისწინებელი – პირბადე და დისტანცია. თუმცა, მისივე განცხადებით, იმის გამო, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრება მსოფლიოს 2023 წლამდე მოუწევს, საჭიროა ზაფხულის პერიოდი ქვეყანამ გრძელვადიანი გეგმის განსახორციელებლად გამოიყენოს.
“ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ქვეყნის გახსნა. ქვეყანა უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ ჩვენ თუ ასე დავჯექით, ასე ვიქნებით 2013 წლამდე. ხუმრობის გარეშე. თქვენ კი არა, მთელი მსოფლიო.
როგორ უნდა გაიხსნას? სასტუმროებზე მქონდა საუბარი. ალბათ, ცალკე ლაივს გავაკეთებ იმაზე თუ როგორ უნდა ვმართოთ სკოლები, საბავშვო ბაღები გახსენით უსაფრთხოდ, რადგან ჩვენ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ცხოვრება.
გთხოვთ, ნუ აყვებით ინტერნეტში გაყიდულ ვაქცინებს და წამლებს. არცერთი წამალი არ მუშაობს. ყველაფერი არის ფეიკი, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ამბობს.
ორი რაღაც არის გასათვალისწინებელი – პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია. რაც უფრო მალე გადავეწყობით ამ ორ ფილოსოფიაზე, მით უფრო მალე დავიწყებთ ნორმალურ ცხოვრებას. ყველაფერი შეიძლება ამუშავდეს. მთელი მსოფლიო მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ წინ ხომ უნდა წავიდეთ? ჩაკეტილები სახლში ხომ არ ვიჯდეთ?
ვირუსი არსად არ წავა, სეზონურია. ზაფხულში ის იქნება უფრო ნაკლები მკვლელი და უფრო ნაკლებად აგრესიული. სეზონურობა ნიშნავს, რომ ის მაინც ვრცელდება, მაგრამ არ არის ისეთი საშიში. რეანიმაციულ განყოფილებებში არ ამოვყოფთ თავს, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პირბადიდან იწყება ყველაფერი. ქუჩაში ღიმილით უთხარით ხალხს, რომ იცი რა, პირბადე დაგავიწყდათ. თუ არ აქვთ, აჩუქეთ.
მე კი არ ვამბობ, მეცნიერება ამბობს, რომ 2023 წლამდე ეს ვირუსი, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში იქნება. ამიტომ საჭიროა დაგეგმარება 2023 წლამდე. ფრხილად უნდა ვიყოთ, რომ იგივე შეცდომები, რაც შარშან გვქონდა, ხელახლა არ დავუშვათ.
სიტყვას გაძლევთ, არავინ არ იცის დღეს რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გადაწყვეტილება საქართველოში მიღებული არ და ვერ იქნება, რადგან საქართველო არ არის ისრაელი. რატომ ვართ ზღაპარში. რომელსაც გადმოგვისროლებენ, იმას ავიღებთ. მოდით, სიმართლე ვთქვათ.
ეს ვაქცინა რომც ჩამოიტანონ, რამდენი ადამიანი უნდა აცრან. 10 ათასი, 20 ათასი? ხომ იცით, რომ ამას გრძელვადიანი დაგეგმარება სჭირდება.
რატომ ვჩქარობთ? ეს სამი თვე ჯობია მოვემზადოთ, მობილიზაცია გავაკეთოთ. ინფორმაცია იყოს ხელისაწვდომი და ღია.
მარტამდე ინფრასტრუქტურა დავალაგოთ, ექიმები დავატრენინგოთ, საინფორმაციო კამპანია გავაკეთოთ, ყველაფერი მოვაწესრიგოთ. უსაფრთხო ზომები მივიღოთ. მიხედეთ პირბადის საკითხებს, იფიქრეთ როგორ გავხსნათ ბიზნესი. სანიტარული კოლიდორები გააკეთეთ.” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Commentaires