01/06/2021
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საქართველოში საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების ხარისხზე საუბრობს.
ექსპერტი ამბობს, რომ მედიცინა შეცდომებზე ვითარდება, ამიტომ გადაცდომების დროს პროკურატურა სამედიცინო დაწესებულებებში არ უნდა შედიოდეს.
როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, სამედიცინო შეცდომები ექსპერტებმა უნდა განიხილონ.
„მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ, როცა სამედიცინო საქმიანობაში ერევა პროკურატურა. მე რომ ვიყო მინისტრი, პროკურატურას საერთოდ ავუკრძალავდი შესვლას სამედიცინო დაწესებულებებში. იქ თუ მკვლელობა მოხდა, მაშინ აუცილებელია, მაგრამ, სამედიცინო შეცდომები განხილული უნდა იყოს სამედიცინო ექსპერტების მიერ და ეს უნდა იყოს შიდა განხილვის საკითხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ შეცდომაზე, ვაღიაროთ და სხვები გავაფრთხილოთ. მედიცინა აწყობილი არის შეცდომებზე.
საქართველოში მეგი ბაქრაძის მაგალითმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არ არსებობს ჯანდაცვის ხარისხი და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც იტყვის რომ ეს საავადმყოფო არის კარგი ან ცუდი, იმიტომ რომ სახელმწიფო არის დამკვეთი, მარეგულირებელი და საერთოდ ყველაფერი.
ჩვენი მედდის გარდაცვალება იყო ფიალა რომ აივსება, იმის მსგავსი. ერთი კვირა შოკში ვიყავი. ვაქცინა არაფერს შუაში არ არის. რეალური მიზეზი, რის გამოც ექთანი გარდაიცვალა, იყო ის, რომ სამედიცინო დაწესებულება არ იყო მომზადებული. იმის მაგივრად, რომ ეს საქმე სამედიცინო ექსპერტებს განეხილათ, დაწესებულებაში პროკურატურა შევიდა“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების აკრედიტაციების საჭიროებაზეც საუბრობს. როგორც იგი ამბობს, იმისთვის, რომ დაწესებულებამ აკრედიტაციის პირობები დააკმაყოფილოს, მინიმალური სტანდარტების დაცვაა საჭირო:
უწყვეტი სამედიცინო განათლება; აპარატურის მზადყოფნა; ინფექციის კონტროლი და გამჭვირვალობა; შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობა.
„იმდენად ბაზისური არის ეს ყველაფერი, რომ წესით ყველგან უნდა იყოს, მაგრამ გაგიკვირდებათ და ასე არ ხდება. ეს ყველაფერი არის მარტივი, გამჭვირვალე და უფასო. ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში გაკეთდა ქართულად“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
↓ რა უნდა გააკეთოს დაწესებულებამ, რომ აკრედიტაცია მიიღოს
ორგანიზაციამ უნდა დაწეროს, რას წარმოადგენს. საავადმყოფოს, პოლიკლინიკას და ა.შ. სხვადასხვა აკრედიტაციებია. თუ ამბოლატორიაში არის ლაბორატორია, მათ ცალ-ცალკე უნდა გაიარონ აკრედიტაცია.
„ამ დროისთვის ჩვენთან არის 35-მდე ორგანიზაცია, რომელმაც შემოიტანა განაცხადი. 15-მა უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს.
როდესაც ორგანიზაცია მიიღებს აკრედიტაციას, 2 წელში ჩვენ შეიძლება ჩავატაროთ აუდიტი მოულოდნელად. თუ აუდიტის დროს სტანდარტი დაიწევა, დროებით შეუჩერდებათ კონტრაქტი. ჩვენ მათ ვაძლევთ სერთიფიკატს და რეკლამებსაც ვუკეთებთ“,- ამბობს გიორგი ფკახაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments