top of page

„სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის...“

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

Updated: Aug 14, 2023

11/02/2018

ავტორი: ირინა დათაშვილი


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა:


„თუ აქამდე ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის იყო, ახლა ნებისმიერი მოქალაქე იქნება პროგრამის მოსარგებლე.

ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება უკვე დაიწყო.“

მისი თქმით, ბენეფიციარებს პროცედურების ჩატარება საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებში შეუძლიათ, დაფინანსების მისაღები პროცედურა კი, ძალიან მარტივია.

„ეს პროგრამა ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის 36-ე დადგენილებით და 2013 წლიდან მუშაობს. ზოგადად, ამ პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ ისინი, ვისაც წლის განმავლობაში შემოსავალი 40 ათასამდე ჰქონდა, ამ ცვლილებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს არანამკურნალებმა ონკოლოგიურმა დაავადებამ და რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია [სპეციალური მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და მაღალი ეფექტურობა ახასიათებს] 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, პროგნოზული ბიუჯეტი გაკეთებულია, ეს არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან, ცალკე კომპონენტი არ არის გამოყოფილი.

„აქამდე თუ იყო 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის, ახლა ნებისმიერი მოქალაქე შემოსავლის სტატუსის მიუხედავად პროგრამის მოსარგებლე იქნება.

პროცედურების ჩატარება შესაძლებელია საქართველოში, ძალიან კარგად არის აწყობილი ეს პროცედურები. ვინც იღებს ამ სერვისებს, იმ ბენეფიციარების შედეგები კარგია. პროგრამა დაწყებულია უკვე, დადგენილების მიღებისთანავე ამოქმედდა.

დაფინანსების მისაღები პროცედურა ძალიან მარტივია. კლინიკამ იცის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში როგორ უნდა წარმოადგინოს მოთხოვნა კონკრეტული სერვისის ანაზღაურებაზე. ამას განიხილავს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ადასტურებს მოთხოვნას და პაციენტი იღებს შეტყობინებას, რომ მისი სერვისი დაფინანსდა“, - ამბობს თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება.


მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.


ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.


აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page