17/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
გამოცემა Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება.
მსოფლიოს კოვიდის ახალი შტამი უტევს. EG.5, რომელიც 50 ქვეყანაში დაფიქსირდა, უკვე საქართველოშია. 28 დღის განმავლობაში მსოფლიოში მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 000 ინფიცირებული გარდაიცვალა.
EG.5 ომიკრონის მსგავსი შტამია, ახასიათებს იგივე სიმპტომები - ხველა, ყელის, თავის, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე. საშიშია რისკ-ჯგუფებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და დაიცვან წესები.
როგორც ცნობილია, EG.5 იგივე „ერისი“ კორონვირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ახალი შტამის გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს.
ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე უკვე ორი თვეა საჯაროდ საუბრობს, რომ “ერის” მოდის...
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments