top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

საქართველოში ეპიდემიის ძალიან დაბალი დონეა, ფაქტობრივად, არ გვაქვს ეპიდემია, თუმცა....

05.05.2020 Rustavi2


საქართველოში ეპიდემიის ძალიან დაბალი დონეა, ფაქტობრივად, არ გვაქვს ეპიდემია, თუმცა ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია - გიორგი ფხაკაძე


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.


"ჩვენ ვაკეთებთ კვლევას საქართველოზე, რომელიც ეხება ბავშვებს, ქალებს და მოზარდებს. საქართველოში ფოკუსირება გავაკეთეთ კერძო სექტორის ჩართულობაზე ჯანდაცვაში.


კორონავირუსმა ჩვენ დაგვანახა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. გამოწვევებიდან ჩვენ დავინახეთ პირველ რიგში ის, რომ ჯანდაცვის სისტემაში მყოფი კერძო სექტორი არ შეხვდა ინფექციას ისე, როგორც უნდა შეხვედროდა. კერძო სექტორი არ ხარჯავს იმდენ რესურსს, რამდენიც არის საჭირო ტრენინგებზე. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის შიდა ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემა. საქართველოში ეპიდემიის ძალიან დაბალი დონეა, ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს ეპიდემია. კარანტინი ეფექტური აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია. ეს ორი თვე ვერ იყო სათანადოდ გამოყენებული. უნდა ყოფილიყო ინტენსიური ტრენინგები და კონტროლი ყველა სამედიცინო დაწესებულებაზე.


თუ არის ინფექციების სათანადო კონტროლი საავადმოყოფოებში, ამით დაიზღვევა არა მარტო ექიმების სიცხოცხლე, არამედ პაციენტების სიცოცხლე.


არ არიან მომზადებული ჩვენი ექთნები და სანიტრები. ჩვენი ეპიდემიოლოგები უყურადღებოდ არიან დარჩენილი, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალგაზრდა ეპიდემიოლოგები ძალიან ცოტა გვყავს," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/163515

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page