04/11/2021
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში უკრაინაში გამოვლენილი ყალბი კოვიდსერტიფიკატების გამოვლენის შესახებ წერს.
ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ ელექტრონული კოვიდსტატუსი უნდა დანერგოს.
„უკრაინაში 210,000 ყალბი კოვიდ ვაქცინაციის საბუთის საქმე გასაჯაროვდა. რუსეთში არა ნაკლები პრობლემაა…
ის, რომ ვაქცინა პირველ რიგში შენ გიცავს ვირუსისგან ეს არის მთავარი, საბუთი მეორეხარისხოვანია.
ამ ხალხის ტვინში ჩამახედა (ტვინი აშკარად არ ააქვთ) თუ რას ფიქრობდნენ როცა ყიდულობდნენ ამ საბუთებს? და ვინც ეს საბუთები გაყიდა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
ელექტრონული ჯანდაცვის ალტერნატივა არ არსებობს. ელექტრონული კოვიდსტატუსი უნდა იყოს დანერგილი საქართველოში რაც შეიძლება მალე… თუ სახელმწიფო ამას ვერ იზამს მაშინ ალტერნატიული გზა უნდა მოვძებნოთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
კოვიდსტასტიკა
02 მაისის მონაცემები
ინფიცირებული 1655221
აქტიური 1117
სტაციონარში მყოფი 287
გამოჯანმრთელებული 1637293
გარდაცვლილი 168
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments