top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ასრულებს ჯანმოს რეკომენდაციებს - გიორგი ფხაკაძე

01.02.2021 Rustavi2



პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

"ჩვენი მთავრობა ძალიან კარგად ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. პირველივე ტალღიდან ასე ხდებოდა, ამიტომ თითქმის ვერ ვიგრძენით პირველი ტალღა. როდესაც ჩვენ არ დავუჯერეთ ჯანმოს, მივიღეთ ნოემბერი, ჩვენთან არჩევნები იყო და იცით რაც მოხდა.

ჩვენ მივყვებით ჯანმოს რეკომენდაციებს, რაც ძალიან კარგია. უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემია არ აპირებს არსად წასვლას, გვექნება მეტნაკლებად მსუბუქი ზაფხული და არ გვექნება ბევრი სიკვდილიანობა, გავრცელება იქნება, თუმცა არა მძიმე. ამისათვის, ქვეყანა უნდა იყოს მზად და ის ქმედებები რასაც ახლა აკეთებს სახელმწიფო არის ორი მიმართულებით. ერთი არის სუფთა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სწორი მიმართულება და მეორე, როგორ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად. აი მეორეს, ჩვენ ვერ ვასრულებთ, ვამბობთ დაველოდოთ და ყველაფერი დაუბრუნდება ძველებურ სიტუაციას, აღარ იქნება ისე, როგორც იყო ადრე,"-აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/189020


Comments


Post: Blog2_Post
bottom of page