top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

საქართველოს C ჰეპატიტის პროგრამა უნიკალურია და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის

26/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ინფორმაციას ავრცელებს:


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში გამართულ ექსპერტთა შეხვედრაზე მთავარ მომხსენებლად წარსდგა.


ღონისძიება გაეროს სააგენტოს UNAIDS-ისა და საპარლამენტთაშორისო ალიანსის UNITE -ის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაში მომხსენებლებად ასევე წარსდგნენ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე შანონ ჰადერი, პორტუგალიის პარლამენტის წევრი რიკარდო ბაპტისტა ლაიტე - UNITE პრეზიდენტი, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის ხელმძღვანელი ქერი ჯეიმსი და G20 დიდი ოცეულის მრჩეველი ჯანდაცვის სტრატეგიების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ალან დონელი.


მარიამ ჯაში პორტუგალიის პარლამენტში დაფუძნებული UNITE ინიციატივის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარედ აირჩიეს.


UNITE აერთიანებს 50 სხვადასხვა ქვეყნის 100 პარლამენტარს და მისი მიზანია მსოფლიო მასშტაბით მოქმედი და ყოფილი პარლამენტარების მობილიზაცია ინფექციური დაავადებების (შიდსის, ჰეპატიტების და ტუბერკულოზის) წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პორტუგალიის პარლამენტის წევრი რიკარდო ბაპტისტა ლაიტე.


ნიუ-იორკის შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა პარლამენტარების ჩართულობის აუცილებლობაზე საყოველთაო ჯანდაცვის და კონკრეტულად გადამდები დაავადებების პროგრამების მხარდაჭერაში.


მარიამ ჯაშმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება და შედეგები C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.


“საქართველოს C ჰეპატიტის პროგრამა უნიკალურია და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის წარმატებას. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს” - აღნიშნავს მარიამ ჯაში



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


26 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page