top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

საპანიკო და სანერვიულო არაფერია, ეს რეალობაა და ვერ ავცდებით - ფხაკაძე ამბობს, როდის იქნება...

16/05/2021

კორონავირუსის მეოთხე ტალღა გარდაუვალია. ამის შესახებ აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართაში განაცხადა.


ფხაკაძის თქმით, კორონავირუსის მეოთხე ტალღა სექტემბერში იქნება.


„იმედი არის, რომ ამ თვის ბოლოსთვის ვირუსი ჩაცხრება. როგორც ახასიათებს – რაც შარშან მოხდა. იმედია, მაისის ბოლო კვირას ჩაცხრება და მაჩვენებლები დაიწევს, რაც ძალიან კარგი იქნება. დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგიები ზაფხულში, ვირუსი მაინც არსად წავა, მოვემზადოთ სექტემბრისთვის.

სექტემბრის ბოლოს ჩვენ გვექნება მეოთხე ტალღა. აქ საპანიკო და სანერვიულო არაფერია, ეს რეალობაა და ვერ ავცდებით“. – აცხადებს ექსპერტი.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში მილიონი დოზა ვაქცინა რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით.

„ახლა მილიონი ვაქცინა რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით, რადგან ამას რომ ავცდეთ, მოზრდილი მოსახლეობის 70% მაინც უნდა იყოს აცრილი.

შესაბამისად, მოემზადეთ, იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით და მაქსიმალურად იყავით გარეთ, სუფთა ჰაერზე“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ფხაკაძეს ხშირად უთქვამს, რომ ყველა მისი პროგნოზი მართლდება, რადგან ის მეცნიერებაზეა დაფუძნებული.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

تعليقات


Post: Blog2_Post
bottom of page