top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო ფუნქციონირებს იმისთვის, რომ გადააზღვიოს პაციენტთა

14/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილების პაკეტი და პროექტი წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლებათ. შემოდის საჯარიმო სანქციის დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი.


ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაცემაში "ბიზნეს რუსთავი2" -თნ განაცხადა:


„სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტო ფუნქციონირებს იმისთვის, რომ გადააზღვიოს პაციენტთან დაკავშირებული რისკები და შექმნას უსაფრთხოების პირობები. ეს არის ფუნდამენტი და მთავარი მოტივაცია სააგენტოს საქმიანობის.

საერთაშორისო პრაქტიკაში არის შემოწმება, ინსპექტირება წინასწარი შეტყობინების გარეშე, ჩვენს შემთხვევაში, როდესაც პაციენტის საჩივარი შემოდის, რეგულირების სააგენტო მიმართავს სასამართლოს და სასამართლო 72 საათში გასცემს თანხმობას კლინიკის შემოწმების შესახებ, ამავდროულად, სასამართლო კლინიკას შეტყობინებას უგზავნის და ის უკვე, გარკვეულწილად მომზადებული ხვდება ამ შემოწმებას.

სააგენტო ამოწმებს დოკუმენტაციას, სამედიცინო დოკუმენტაციაში თუ ის ჩანაწერი იმ ფორმით არ დარჩა რა ფორმითაც ზუსტად აღწერს კლინიკური პროცესების მართვა, რა თქმა უნდა ეს უკვე აღარ გამოდგება ობიექტური გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა.“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




6 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page