25/09/2021
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სინოვაკით” აცრილებისთვის სასიხარულო ინფორმაიას ავრცელებს.
წყაროდ კვლევები მოჰყავს, რომლის თანახმად “სინოვაკით” აცრილი ადამიანებიდან მხოლოდ 0.011% დაჭირდათ რეანიმაცია.
გიორგი ფხაკაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
✅საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის.
✅პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები
შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დაჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).
✅დასკვნა:
📌საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო❗️
📌საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს)❗️
📌საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი – 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს)❗️
📌მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი❗️
✅აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე❗️
✅არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული❗️”,- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Коментарі