top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„სავარაუდო მიზეზი კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანებაა, ეს მსოფლიოში 27 მილიონ ადამიანს...

12/09/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კოვიდ-19-ის შესახებ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე წერს.


როგორც ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, მსოფლიოში, სავარაუდოდ, 27 მილიონ ადამიანს კოვიდის შედეგად აღენიშნება მუდმივი დაქვეითებული ყნოსვა:


„ბოლო კვლევით არავაქცინირებული პაციენტზე დაკვირვების შედეგად 64%-ს აღენიშნებოდა მუდმივი დაქვეითებული ყნოსვა, რაც ავტორების თქმით, შეიძლება იყოს მუდმივი.


ასევე კოვიდის შედეგად, სავარაუდოდ, 27 მილიონი ადამიანს მსოფლიოში აღენიშნება მუდმივი დაქვეითებული ყნოსვა.


სავარაუდო მიზეზი არის კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


რაც შეეხება თავად კვლევას,


მასში აღნიშნულია, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ, მილიონობით ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ყნოსვისა და გემოს შეგრძნება.


„კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 5%-ს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი, აქვთ ყნოსვის ან გემოს ხანგრძლივი დაკარგვა. ექსპერტების შეფასებით, ეს შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ახალ კრიზისად.


ანალიზი ვარაუდობს, რომ ყნოსვისა და გემოს დაკარგვა შეიძლება იყოს გახანგრძლივებული, რომელიც მოითხოვს უფრო მეტ კვლევას და ჯანმრთელობის რესურსებს პაციენტებისთვის, რომლებიც ებრძვიან გრძელვადიან სიმპტომებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტი, ზარა პატელი აღნიშნავს, დადასტურდა, რომ ყნოსვის დაკარგვა დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Комментарии


Post: Blog2_Post
bottom of page