15/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

2019 წლის 1 თებერვალს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის მარინე თოიძის სადისერტაციო ნაშრომის: „ კარდიოვასკულური დაავადებებისა და მათი რისკ ფაქტორების გავრცელება საქართველოს მოსახლეობაში“ საჯარო დაცვა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ: ნინო თაბაგარი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი), გიორგი ფხაკაძე (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი).
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები იყვნენ: ზურაბ ფაღავა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნ. ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის კარდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი); ქეთევან ჯანაშია (მედიცინის დოქტორი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი); ეკატერინე სანიკიძე (მედიცინის დოქტორი, პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი).
ფარული კენჭისყრის შედეგად საკვალიფიკაციო საბჭომ მარინე თოიძეს მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments