top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

"რუსული დეზინფორმაციის კამპანია პირდაპირ მიმართულია სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების წინააღ

21/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­შუ­ა­ლოდ, 5 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ავად­დე­ბა და 50-მდე იღუ­პე­ბა, ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნია ახალ ძა­ლებს იკ­რებს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "ფე­ის­ბუქ­მა“ რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი ან­გა­რი­ში დაბ­ლო­კა, რომ­ლე­ბიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ეწე­ოდ­ნენ ან­ტი­ვაქ­სე­რულ კამ­პა­ნი­ას და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში.


ზო­გა­დად, ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ჯგუ­ფე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არი­ან, მათ შო­რის, ჩვენ­თა­ნაც არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა და რაც ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, აშ­კა­რაა, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი იდე­ე­ბის პრო­პა­გან­დას კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თი აქვს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ფარ­თო ფრონ­ტით მუ­შა­ობს და რო­გორ ცდი­ლობს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაშ­ლა-და­ქუც­მა­ცე­ბას, ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ცდი­ლობ­დეს ჩვენ­თან ცე­ცხლის დან­თე­ბას.


"რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ არის მი­მარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მნიშ­ვნე­ლო­ვან რის­კებს შე­ი­ცავს არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი, არა­მედ სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხი­თაც.


ერთი მხრივ, რუ­სე­თი ამ გზით ცდი­ლობს უნ­დობ­ლო­ბა, პო­ლა­რი­ზა­ცია და ქა­ო­სი გა­აღ­ვი­ვოს უცხო ქვეყ­ნებ­ში, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი რის­კე­ბის შემ­ცვე­ლია ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის­თვის. მე­ო­რე მხრივ კი, ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი­სა და მე­დი­ცი­ნი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის გა­ჩე­ნამ ხალ­ხში, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საფრ­თხე შე­უქ­მნას ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას

.

კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის­კენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სია მი­მარ­თუ­ლი, რის გა­მოც ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია კი­დევ უფრო ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ­დე აღ­წევს და, შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ან­ში გა­აღ­ვი­ვოს უნ­დობ­ლო­ბა ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი­სად­მი. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დღე­ვან­დელ კრი­ზი­სულ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნდეს მწყობ­რი სტრა­ტე­გია ამ­გვარ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, რათა ქვე­ყა­ნამ თა­ვი­დან აი­რი­დოს ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის ზრდა.


დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი ზი­ა­ნის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, რად­გან ამან თა­ვის მხრივ, შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რის­კე­ბის ქვეშ და­ა­ყე­ნოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და უა­რე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს ის პო­ზი­ტი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რაც ქვე­ყა­ნას აქვს მო­სახ­ლე­ო­ბის იმუ­ნი­ზა­ცი­ის კუ­თხით", - ეს არის ამო­ნა­რი­დი "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" (IDFI) მიერ ჯერ კი­დევ 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აშ­კა­რად ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით.


ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა არის თუ არა კამ­პა­ნი­უ­რი და მარ­თუ­ლი? - ჩვე­ნი სტა­ტი­ის პირ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტი ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი ფხა­კა­ძეა:


- ეს უფრო კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სია. ერთი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კამ­პა­ნია რუ­სე­თი­დან და ჩი­ნე­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ვინც ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია. რუ­სე­თი ახ­ლაც აგ­რძე­ლებს და ლა­პა­რა­კობს, რომ "სპუტ­ნი­კი“ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნაა და მისი დაც­ვის ხა­რის­ხი თურ­მე 93%-ს აღ­წევს. სხვა­თა შო­რის, "ფა­ი­ზე­რის“ და "ას­ტრა ზე­ნე­კას“ ყვე­ლა­ზე დიდი ან­ტი­რეკ­ლა­მა ამ ქვეყ­ნი­დან მო­დი­ო­და, - შე­ხე­დეთ, და­სავ­ლუ­რი ვაქ­ცი­ნა ცუ­დია და ჩვე­ნი კარ­გი­აო.


თვი­თონ რუ­სე­თი­ვე და­ზა­რალ­და, პრო­ცეს­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­ით­რი­ეს, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად ამ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ. რო­გორც თა­ვის დრო­ზე შე­ვარ­დნა­ძე ეუბ­ნე­ბო­და რუ­სებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი ბუ­მე­რან­გი­ვით და­გიბ­რუნ­დე­ბა­თო, ზუს­ტად ასე და­ე­მარ­თათ, უკან და­უბ­რუნ­დათ ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში და­ი­წყეს, რათა თა­ვი­სი ვაქ­ცი­ნა პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. ჩა­უ­ვარ­დათ ეს წა­მო­წყე­ბა...


ჩი­ნე­თიც იმა­ვეს აკე­თებ­და და ახ­ლაც ცდი­ლობს, რომ გა­ავ­რცე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, სა­კუ­თა­რი ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე, სხვე­ბი კი აძა­გოს... ჩი­ნე­თი და რუ­სე­თი ცდი­ლო­ბენ გავ­ლე­ნის ქვეშ მო­იქ­ცი­ონ ქვეყ­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რი­თაც ყვე­ლას­თვის ცუდ საქ­მეს აკე­თე­ბენ.

გარ­და ამი­სა, არი­ან კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი, ცნო­ბი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 28 ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­ში, ვინც ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რია. მათ სექ­ტან­ტებს ვუ­წო­დებ, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის შიშ­ზე დიდი ფული იშო­ვონ.


ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა საქ­მე. იგი­ვე ქალ­ბა­ტო­ნი თინა თო­ფუ­რია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რია, სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვის ბა­ლახს ყი­დის. აკე­თებს რეკ­ლა­მას, - აი, მე მაქვს წა­მა­ლი, რო­მე­ლიც კო­რო­ნას წი­ნა­აღ­მდეგ და­გეხ­მა­რე­ბა­თო. ზო­გი­ერ­თი ლაივ-ჩარ­თვებს აკე­თებს, ლა­ი­ქე­ბი სურს, მერე ამას სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ზე ყი­დის. ამა­საც ხში­რად პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ.


არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­ბეჭ­და, რომ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი მი­ლი­არ­დზე მეტ მო­გე­ბას ნა­ხუ­ლო­ბენ თვე­ში მარ­ტო რეკ­ლა­მე­ბით; აგ­რო­ვე­ბენ აუ­დი­ტო­რი­ას და ლა­ი­ქებს, რეკ­ლა­მას ყი­დი­ან. ანუ ცდი­ლო­ბენ ფული იშო­ვონ, მეტი არა­ფე­რი ადარ­დებთ.


ასე­ვე, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გულ­წრფე­ლად შე­ში­ნე­ბუ­ლი, დაბ­ნე­უ­ლი არი­ან და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეც და­ბა­ლია. შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს რე­ლი­გი­უ­რი ან სა­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა. მთელ მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფიც კი მა­ნი­პუ­ლი­რებს, რომ სამ­ყა­რო­ში ბოლო ჟამი დგას, ვაქ­ცი­ნა ეშ­მა­კი­სე­უ­ლია და ა.შ. სხვა­თა შო­რის, დიდი რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც კი ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა არ არ­სე­ბობს. მერე რომ და­ე­მარ­თე­ბათ, თურ­მე არ­სე­ბობს... სამ­წუ­ხა­როდ, ეს ტენ­დენ­ცია მთელ მსოფ­ლი­ო­შია და სა­ქარ­თვე­ლოც ამის ნა­წი­ლია.


- რუ­სეთ­მა "სპუტ­ნი­კით“ რა შე­დე­გე­ბი მი­ი­ღო და მისი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი სა­დამ­დე მი­ვი­და?


- "სპუტ­ნი­კის“ ავ­ტო­რი­ზა­ცია არის იქ, სა­დაც ერთი წლის წინ იყო, ანუ არ­სად... ჩი­ნე­ლე­ბიც კი უფრო ჭკვი­ა­ნუ­რად მო­იქ­ცნენ. რუ­სებ­მა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დი შე­ი­ტა­ნეს და თქვენ უნდა ნა­ხოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი.


რე­ა­ლუ­რად, მთე­ლი ეტა­პე­ბია გა­სავ­ლე­ლი, ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და ა.შ. ცალ­კე თე­მაა, სად არის წარ­მო­ე­ბუ­ლი, რო­გო­რია ეს ხა­რის­ხი, უსაფრ­თხო­ე­ბა და ა.შ. მწარ­მო­ებ­ლის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტიც ვერ გა­და­ლა­ხეს, ანუ მარ­ტივ ენა­ზე რომ აგიხ­სნათ, ჩვენ­ში სა­ხალ­ხო კონ­ტრო­ლის ქალ­ბა­ტო­ნი რეს­ტორ­ნებ­ში რომ და­დის და ვირ­თხებს ეძებს, აქაც ზუს­ტად ასეა, ჯან­მო სა­ნამ ვაქ­ცი­ნამ­დე მივა, ჯერ მი­დის ქარ­ხა­ნა­ში და ამოწ­მებს, იქ "ვირ­თხე­ბი ხომ არ დარ­ბი­ან". რუ­სებ­მა ეს სტან­დარ­ტიც ვერ გა­და­ლა­ხეს.


სა­ბო­ლო ჯამ­ში, რაც უნდა ვატ­რი­ა­ლოთ, დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ორი ვაქ­ცი­ნაა - "ფა­ი­ზე­რი" და "მო­დერ­ნა".


- ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რულ გან­წყო­ბებს კი­დევ რა კვე­ბავს, თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით?


- აქ მარ­ტო ვაქ­ცი­ნა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი, მო­სახ­ლე­ო­ბას ნდო­ბა არა­ვი­სი აქვს ან ვის უნდა ენდო, ვინ არის ქვე­ყა­ნა­ში პი­როვ­ნე­ბა ან ორ­გა­ნი­ზა­ცია, ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მელ­საც ვენ­დო­ბით? ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბას ისიც კვე­ბავს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა აღარ ენ­დო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, ვი­საც ეს ვაქ­ცი­ნე­ბი შე­მო­აქვს.


- ამ რე­ა­ლო­ბა­ში გა­მო­სა­ვა­ლი სად არის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი აც­რის გა­რე­შე არ დარ­ჩნენ და ამ კა­ტას­ტრო­ფას ნელ-ნელა თავი და­ვაღ­წი­ოთ?


- ჩვენ კა­ტას­ტრო­ფას თავს ვე­ღარ და­ვაღ­წევთ, სამ­წუ­ხა­როდ, და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. ამას კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბი ემა­ტე­ბა, მე­ო­რე კა­ტას­ტრო­ფა, რო­მე­ლიც მო­დის. ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნოა და არა ის, რაც ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, ქვე­ყა­ნა პირ­ველ ივ­ლისს ჩა­სა­კე­ტი იყო, არა­ვინ ჩა­კე­ტა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა სულ სხვაგ­ვა­რად იყო ასა­წყო­ბი.


ჩვენ­თან ახლა ის სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც ბრა­ზი­ლი­ა­ში ხდე­ბო­და პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს. როცა პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობ­და, მე ბიზ­ნე­სი მირ­ჩევ­ნია და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­სო. და­გა­ვი­წყდათ რაც იყო ბრა­ზი­ლი­ა­ში? სხვა­თა შო­რის, ბრა­ზი­ლი­უ­რი შტა­მი ამი­ტომ წა­მო­ვი­და. ჩვენ ისე გა­ვა­კე­თებთ, მალე ალ­ბათ ქარ­თუ­ლი შტა­მი გვექ­ნე­ბა. რა დრო­ის კონ­ცერ­ტე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბია. მი­ხა­რია ოლიმ­პი­ე­ლებ­მა რომ გა­ი­მარ­ჯვეს, მაგ­რამ ბო­დი­ში, ამ პან­დე­მი­ის დროს მსგავ­სის ჩა­ტა­რე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყო?


რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:


- თვი­თონ კო­ვი­დის გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რად­გან ბევ­რი თან­მდე­ვი თე­მა­ტი­კა დაგ­როვ­და. აქ არის სტრე­სი, იზო­ლა­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი და ა.შ. ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბე­ბის მე­ქა­ნიზ­მზე კი ახლა იწყე­ბა, ჯერ მომ­წი­ფე­ბუ­ლი პო­ზი­ცია არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ახლა ახ­სენ­დე­ბათ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა დიდი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დროს იყო ადა­მი­ან­თა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი ტექ­სტე­ბით გა­მო­დი­ო­და, - რომ ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად სხვა რა­ღა­ცას შეგ­ვიშ­ხა­პუ­ნე­ბენ, ბუ­ნებ­რი­ვია "ჩი­პებ­ზე“ ადრე არ ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი... უფრო სა­წამ­ლავ­ზე, მო­მა­დუ­ნე­ბელ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე კეთ­დე­ბო­და აქ­ცენ­ტი, რომ მერე გვმარ­თო­ნო და ა.შ.


ეს ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბა პა­თო­ლო­გი­უ­რი არ არის, რად­გან დრო­ის შეც­ვლას­თან ერ­თად, ისიც გა­დის... ჩვენ­ში (ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნებ­ში) ყო­ველ­თვის ზის ეჭვი. პა­თო­ლო­გი­ის დროს ასე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი მო­იშ­ლე­ბა ხოლ­მე, თო­რემ პრინ­ციპ­ში ზო­გა­დი მე­ქა­ნიზ­მი იგი­ვეა, რაც ნორ­მა­ლურ ადა­მი­ან­თან. ნორ­მა­ლურ­ში ყო­ველ­თვის ზის საფრ­თხის შიში, რომ, არი­ქა, ვი­ღაც რა­ღა­ცას და­უ­შა­ვებს.



ეტყო­ბა, ასე­თი ხალ­ხი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე გვგო­ნია. ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იტა­ცე­ბენ ხოლ­მე ასეთ ვერ­სი­ებს, რომ ვი­ღა­ცე­ბი სა­ი­მი­სოდ არი­ან შეთ­ქმუ­ლე­ბი, რომ გა­ა­ნად­გუ­რონ ან მარ­თონ, და­აკ­ნი­ნონ მთე­ლი მსოფ­ლიო ან ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წი­ლი, მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის ასე­თი ეჭ­ვი­ა­ნი ხალ­ხის ად­გი­ლი, რა­საც ვე­რა­ფერს ვუ­ზამთ. თუმ­ცა აშ­ლი­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს იძ­ლე­ვა ავად­მყო­ფო­ბის სუ­რათს და შე­იძ­ლე­ბა ვუმ­კურ­ნა­ლოთ.


- ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებ­მა ამას თავი რო­გორ უნდა და­აღ­წი­ონ, ჩა­ი­ტა­რონ აცრა, წე­სე­ბი და­იც­ვან, რომ არ­სე­ბულ სირ­თუ­ლე­ებს თავი და­ვაღ­წი­ოთ?


- რე­ა­ლო­ბას თავს აღ­წე­ვენ უფრო ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბი. გახ­სოვთ ცერ­ცვა­ძე რომ იძახ­და, რა გინ­დათ, რო­გორც ჩი­ნეთ­მა გა­და­წყვი­ტა პრობ­ლე­მა, ისე გა­დავ­წყვი­ტოთ, ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე ჯა­რის­კა­ცი რომ იდ­გაო. და­ა­ყე­ნე­ბენ ჯა­რის­კაცს და გა­და­წყვე­ტენ. ან თუნ­დაც ის­რა­ელ­ში რო­გორც გა­და­წყვი­ტეს. კი ბა­ტო­ნო, თქვე­ნი ნე­ბა­აო, უთხრეს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მაგ­რამ ვინც აც­რი­ლი არ იქ­ნე­ბით, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­გიშ­ვე­ბენ, ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლის უფ­ლე­ბა არ გექ­ნე­ბათ და ა.შ. ანუ და­ნარ­ჩენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქ­ტში ვერ შეხ­ვალ­თო;


ისე, თქვენ რო­გორც გინ­დათ, გინდ აი­ცე­რით, გინდ - არაო. ასე რომ, ისევ იძუ­ლე­ბი­თი ხერ­ხი იყო, ოღონდ უფრო რბი­ლი მა­ნევ­რით. ეს არის, უნდა აი­ძუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, ოღონდ აი­ძუ­ლო ის­რა­ე­ლელ­თა მსგავ­სად, მო­რა­ლუ­რად საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან. სხვე­ბი რომ არ და­ა­ვად­დნენ, ამი­ტომ ადა­მი­ანს უნდა შე­ე­ზღუ­დოს სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბის უფ­ლე­ბა თუ აც­რი­ლი არაა. ეს დას­ჯა არ არის, რო­გორც უნდა ისე მო­იქ­ცეს, მაგ­რამ სხვას რომ არ გა­და­ე­ცეს და პან­დე­მია უსას­რუ­ლოდ არ გაგ­რძელ­დეს, ეს უნდა გა­კეთ­დეს.


ცოტა არ იყოს სა­და­ვო სა­კი­თხია, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში თუნ­დაც "მო­რა­ლუ­რი იძუ­ლე­ბა“ რა შე­დე­გებს გა­მო­ი­ტანს. ალ­ბათ, ფრონ­ტის მთა­ვა­რი ხაზი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წო­დე­ბის კამ­პა­ნი­ა­ზე, ისევ და ისევ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებ­ზე უნდა გა­დი­ო­დეს. დრო არ ით­მენს, ქვე­ყა­ნა უხი­ლავ, მაგ­რამ და­უნ­დო­ბელ მტერ­თან სას­ტიკ ბრძო­ლა­შია ჩაბ­მუ­ლი.


(სტა­ტი­ის მთა­ვა­რი ფო­ტოს წყა­რო: IDFI)


ავ­ტო­რი: მე­რაბ ბე­რი­ძე




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




4 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page