19/09/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
ვენების ვარიკოზული დაავადება ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, იგი მკვეთრად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.
რისკის ფაქტორები როგორც მრავალი სხვა დაავადების შემთხვევაში, ვარიკოზის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას. თუ დაავადებას ადრეულ სტადიაშივე გამოვავლენთ, მასთან გამკლავება საგრძნობლად გაგვიადვილდება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვინც რისკის ჯგუფში შედიან
პროფილაქტიკა
ვარიკოზული დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა ფეხის კუნთების რეგულარული დინამიკური დატვირთვა. სასარგებლოა სიარული ფეხით და ველოსიპედით, სირბილი, ცურვა, კიბეზე ასვლა.
დროული დიაგნოსტიკა
ბევრს მიაჩნია, რომ დღის ბოლოს ფეხების დაღლილობა, ტკივილიდა შეშუპება ბუნებ რივი მოვლენაა, ექიმები კი გვარწმუნებენ, რომ ასე არ არის. თუ ასეთი რამ მხოლოდ მძიმე სამუშაოს შემდეგ კი არა, ჩვეულებრივი დღის ბოლოსაც შეინიშნება, დროა, ექიმს მიმართოთ
მკურნალობისთვის მიმართეთ პროფესიონალს
ანგიოლოგის მთავარი ამოცანა ქვედა კიდურებში ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენაა. დაავადების ადრეულ სტადიაში ოპერაციული ჩარევა შესაძლოა არც კი გახდეს საჭირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დაავადების განვითარების შესაჩერებლად საკმარისი აღმოჩნდეს ხარისხიანი, სწორად შერჩეული კომპრესიული ტრიკოტაჟი ვენომატონიზებელი პრეპარატების კურსთან ერთად.
პერაციიდან ერთი კვირის განმავლობაში არ არის სასურველი მძიმეების აწევა.
პრეპარატები
პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდში ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, რაც დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.
კომპრესიული ტრიკოტაჟი
ოპერაციის შემდგომ პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია აუცილებლად ატარონ კომპრესიული ტრიკოტაჟი.ეს შეიძლება იყოს წინდები, კოლგოტები ან ელასტიკური ბინტები.ეს უკანასკნელი ქმნის წნევას ვენურ სისტემაზე,სტაბილურდება სისხლის მიმოქცევა ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას
ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments