02.05.2020 Rustavi2
"რემდესივირი" არ კურნავს, პრეპარატმა შესაძლებელია მხოლოდ შეამსუბუქოს პაციენტის მკურნალობა 2 ან 3 დღით - გიორგი ფხაკაძე
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ "რემდესივირი" პაციენტს მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირებაში ეხმარება და არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ის კორონავირუსისგან კურნავს: "ვინაიდან FDA-მ მისცა თანხმობა ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ, რომ მძიმე პაციენტებისთვის შესაძლებელია, რომ დაეხმაროს და 2 ან 3 დღით შეუმსუბუქოს მკურნალობა, მაგრამ ეს არ კურნავს, ამისი მტკიცებულება არ არსებობს და სიკვდილიანობასაც არ წევს ქვევით," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ავტორი: თამარ ურუშაძე
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/163250
Comments