02/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
„კვლევები ადასტურებს, რომ ძუძუთი კვება ამცირებს ისეთი არაგადამდები დაავადებების რისკს, როგორიცაა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები როგორც დედებში, ასევე ბავშვებში“.
გიორგი ფხაკაძე შესაბამისი კვლევის შედეგებზე მიუთითებს და დედებს რეკომენდაციით მიმართავს:
„1-7 აგვისტო ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულია.
რეკომენდაცია დედებისთვის:
– დაიწყეთ ჩვილის ძუძუთი კვება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში.
– ამყოფეთ ბავშვი ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე პირველი 6 თვის განმავლობაში.
– განაგრძეთ ძუძუთი კვება 2 წლის ასაკამდე ან უფრო დიდხანს“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments