top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

რევოლუცია მედიცინაში: მეცნიერებმა ემბრიონის "ლაბორატორიული ასლი“ სპერმისა და კვერცხუჯრედის გარეშე

02/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ის­რა­ე­ლელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი შექ­მნეს, რო­მე­ლიც ემ­ბრი­ო­ნის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ერთი ძი­რი­თა­დი სხვა­ო­ბა - თუკი ბუ­ნებ­რი­ვი ემ­ბრი­ო­ნის შექ­მნა­ში სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი და კვერ­ცხუ­ჯრე­დი მო­ნა­წი­ლე­ობს, მისი "ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ას­ლის“ შექ­მნა­ში არც ერ­თია სა­ჭი­რო და არც - მე­ო­რე.


ის­რა­ე­ლის ვე­იც­მა­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ემ­ბრი­ო­ნის ახ­ლე­ბუ­რი მო­დე­ლი ზუს­ტად ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლო­გი.


ზრდის პრო­ცეს­ში მას­ში და­ფიქ­სირ­და ჰორ­მო­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც ექი­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბის და­სად­გე­ნად იყე­ნე­ბენ - ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის ანა­ლიზ­მა და­დე­ბი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა........


ადა­მი­ა­ნუ­რი ემ­ბრი­ო­ნის კვლე­ვის გზა სავ­სეა იუ­რი­დი­უ­ლი, ეთი­კუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ, მეც­ნი­ე­რე­ბა­ში შე­იქ­მნა სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნუ­რი ემ­ბრი­ო­ნის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას იმი­ტი­რებს.


კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ჟურ­ნალ­ში Nature გა­მოქ­ვეყ­ნდა, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მათ ემ­ბრი­ო­ნის პირ­ვე­ლი "სრუ­ლი“ მო­დე­ლი შექ­მნეს, რო­მელ­საც ყვე­ლა ის ძი­რი­თა­დი სტრუქ­ტუ­რე­ბი აქვს, რაც მისი გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზეა სა­ჭი­რო.


უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, სპერ­მი­სა და კვერ­ცხუ­ჯრე­დის ნაც­ვლად, სა­წყი­სი მა­სა­ლა იყო ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ქი­მი­კა­ტე­ბის სე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­მუ­შავ­და. ადა­მი­ა­ნის ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ოთხი ტი­პის უჯრე­დია:

  • ეპიბ­ლას­ტუ­რი უჯრე­დე­ბი, რაც ხდე­ბა ემ­ბრი­ო­ნი;

  • ტრო­ფობ­ლას­ტუ­რი უჯრე­დე­ბი, რაც ხდე­ბა პლა­ცენ­ტა;

  • ჰი­პობ­ლას­ტუ­რი უჯრე­დე­ბი, რაც იქ­ცე­ვა ყვი­თელ პარ­კად;

  • ექ­სტრა­ემ­ბრი­ო­ნუ­ლი მე­ზო­დერ­მის უჯრე­დე­ბი.

მეც­ნი­ე­რებ­მა აუ­რი­ეს 120 ასე­თი უჯრე­დი სა­ჭი­რო პრო­პორ­ცი­ით და დაკ­ვირ­ვე­ბა და­ი­წყეს.

ნა­რე­ვის და­ახ­ლო­ე­ბით 1%-მა ადა­მი­ა­ნის ემ­ბრი­ო­ნის სტრუქ­ტუ­რის მსგავ­სად და­ი­წყო შექ­მნა, თუმ­ცა არა მთლად იდენ­ტუ­რად. მათ და­ი­წყეს ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­დან 14 დღის შემ­დეგ ემ­ბრი­ო­ნის მსგავ­სი არ გახ­და. ცნო­ბი­სათ­ვის, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში 14 დღე არის ლე­გა­ლუ­რი ზღვა­რი, რომ­ლის შემ­დე­გაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ემ­ბრი­ო­ნი აღარ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ კვლე­ვებ­ში.


ამ პირ­ველ­მა მცდე­ლო­ბამ კი უკვე აჩ­ვე­ნა, რომ ემ­ბრი­ო­ნის სხვა ნა­წი­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ, არ წარ­მო­იქ­მნე­ბა თუ ისი­ნი არ არი­ან გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი პლა­ცენ­ტუ­რი უჯრე­დე­ბით.


მი­იჩ­ნე­ვა, რომ ეს გზა ხელს შე­უ­წყობს ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რად­გან სწო­რედ ამის შე­დე­გად ექი­მებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­ი­გონ, რა­ტომ ვი­თარ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი ემ­ბრი­ო­ნი, ზოგი კი - არა.


შე­საძ­ლოა, ეს გზა გა­მოდ­გეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტის შე­სა­მოწ­მებ­ლა­დაც, რათა დად­გინ­დეს, რო­მე­ლი მათ­გა­ნია უსაფრ­თხო ორ­სუ­ლო­ბის დროს.


პრო­ფე­სორ­მა რობინ ლო­ველ ბე­ჯის თქმით, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას ბრი­ტა­ნე­თის ფრენ­სის კრი­კის ინ­სტი­ტუ­ტში, გა­ნა­ცხა­და, რომ ემ­ბრი­ო­ნის ეს მო­დე­ლე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.


მაგ­რამ მი­სი­ვე თქმით, იმი­სათ­ვის, რომ ეს მე­თო­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, სა­ჭი­როა, უჯრე­დე­ბის 1%-ზე მეტ­მა მო­დელ­ში აწყო­ბა და­ი­წყოს.


მი­უ­ხე­და­ვად მე­დი­ცი­ნა­ში ამ რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კვლე­ვი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ ამ ემ­ბრი­ო­ნის მო­დე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ნორ­მა­ლუ­რი ორ­სუ­ლო­ბის მიღ­წე­ვა არა­ე­თი­კუ­რი, უკა­ნო­ნო და უბ­რა­ლოდ ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა - "ეს 120 უჯრე­დი უბ­რა­ლოდ ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა იმ დო­ნემ­დე, რომ საშ­ვი­ლოს­ნოს ლორ­წო­ვან გარსში მათი წარ­მა­ტე­ბით იმპლან­ტა­ცია მოხ­დეს“, - აცხა­დე­ბენ ისი­ნი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




916 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page