top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

რა მოხდება, თუ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს – გიორგი ფხაკაძის პროგნოზი

21/12/2020

თუ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს, ჯანდაცვის სისტემას კოლაფსი ელოდება – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. „თუ ვერ მოხდება ამ ვირუსის შეჩერება და ეს გავრცელდება ევროპის კონტინენტზე და საქართველომდე მოვა, ჩვენთან იქნება უფრო სავალალო მდგომარეობა. დავინახეთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ მართავს ამ ვირუსს. თუ ის მოხვდება საქართველოში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. აქ ხარისხიანი სამედიცინო პირბადე შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ ვიყოთ დაცულები, ვინაიდან, შეიძლება, ჩვეულებრივი პირბადე არ იყოს საკმარისი ამ შტამის საწინააღმდეგოდ”, – ამბობს „მთავარი არხის“ ეთერში გიორგი ფხაკაძე. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი დიდ ბრიტანეთში დააფიქსირეს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil








3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page