23.08.2021 megatv.ge Kutaisi
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფაიზერის” ვაქცინაციის ეფექტიანობაზე სოციალურ ქსელში წერს:
“ისრაელში “ფაიზერით” ვაქცინაციამ საკმაოდ კარგი შედეგი გვაჩვენა.
რატომ?! ფაიზერი იცავს მძიმე ჰოსპიტალიზაციისგან:
91.8% – 50 წლის ქვევით ასაკის ადამიანებში
85.2% – 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში
ისრაელში კოვიდის “აფეთქება” არის ძირითადად:
არავაქცინირებულებში – რატომ ? ისრაელის მთელი მოსახლეობის მხოლოდ 58% არის სრულად ვაქცინირებული!
ვაქცინირებულებში – რატომ? ვინაიდან 60 წელს გადაცილებულებში ვაქცინაცია
დაიწყო პირველად 2020 წლის დეკემბერში და უკვე ვხედავთ, რომ 6 თვის გასვლის შემდეგ ფაიზერის ეფექტურობა ნაწილობრივ მცირდება.
ეს არის ფაქტები!
გამოსავალი – რა უნდა ვისწავლოთ, ისრელისგან:
ვაქცინაცია ფაიზერით 12 წლის ასაკიდან
ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) ყველას 50 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის
უნივერსალური (ყველგან/ყველასთვის) სამედიცინო პირბადე
ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა
ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება!
ეს შესაძლებელია”– წერს გიორგი ფხაკაძე Facebook-ზე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Source: https://megatv.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b/
Comments