09/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით.
კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი, პროფესიონალ ექიმთა გუნდი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა.
კლინიკაში დანერგილია უნაყოფობის ანუ უშვილობის მკურნალობის ეფექტური და წარმატებული, თანამედროვე მეთოდები ემბრიოლოგებისა და ექიმების მაღალკვალიფიციური გუნდის მონაწილეობითა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
საერთაშორისო რეპროდუქციულ ცენტრებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით კლინიკაში უზრუნველყოფილია უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მიუხედავად სირთულისა.
კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს: ინვიტრო განაყოფიერება, დიეტოლოგია-ნუტრიციოლოგია, რეპროდუქტოლოგია, დერმატოლოგია, დონაცია-სუროგაციის პროგრამები, მეან-გინეკოლოგია, ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, მამოლოგია, პედიატრია, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, გენეტიკა, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია, საოფისე გინეკოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ენდოკრინოლოგია, ანდროლოგია, ენდოსკოპიური ქირურგია, ინსემინაცია.
ლინკი:
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments