top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხორციელდება საქართველოში

10/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.


ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვას გეგმავს.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება ექნებათ.


პროცესი უკვე დაწყებულია.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ეს ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.


„ჩვენ საქართველოში გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რაც მთავარია, პაციენტებისათვის უსაფრთხო“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, დღეის მდგომარეობით „კანადის აკრედიტაციასთან“ საქართველოში უკვე 11 კლინიკამ გააფორმა ხელშეკრულება.


„დღეის მდგომარეობით 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული. პირველი სამედიცინო დაწესებულებაა მედცენტრი. მოხარულები ვართ, რომ აქ იმყოფება აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო დირექტორი და ევროპის ხელმძღვანელი“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბრძნებით, 2023 წლის 30 დეკემბრამდე ყველა საავადმყოფომ ხელი უნდა მოაწეროს საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან.


აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზაქანიძის განცხადებით, კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა უკვე სავალდებულოა, რადგან 31 დეკემბრამდე უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება გაფორმებული და თვითშეფასების ეტაპი უნდა იყოს გავლილი. აკრედიტაციის შემდეგ კლინიკებში გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურება. გაიზრდება ექიმების კვალიფიკაცია.


„კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მთავარია მზაობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კლინიკების მხრიდან.

„ეს არ არის იოლი პროცესი, რადგან ხარისხი რთული გადასალახია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახელმწიფოსგან მზაობა და ხელშეწყობა უკვე არის. ახლა ჯერი კლინიკებზეა. დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმება სწორედ მაგალითია იმისა, რომ კლინიკას სურს უფრო მეტად დაუხლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და სრულფასოვნად უპასუხოს იმ გამოწვევას, რაც სახელმწიფო სტანდარტებით იქნება გათვალისწინებული“,- ამბობს ფხაკაძე.


რას გულისხმობს, საერთაშორისო აკრედიტაცია?


- ეს არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის სტანდარტები. აკრედიტაციასთან ერთად თითოეული დაწესებულება გააუმჯობესებს ხარისხს, აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რაც ამჟამად არის კლინიკებში, უნდა გაიზარდოს თითოეული პერსონალის კვალიფიკაცია და გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, გაცილებით უკეთესი სამედიცინო სერვისი მიიღოს.



აკრედიტაციის პროცესს იწყებს კლინიკა „მედცენტრი“

ლინკი:




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



29 views0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page