11/07/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.
ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.
აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.
2023 წლის 8 ივლისს კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოსა (Accreditation Canada) და კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა წარმართა Accreditation Canada-ს ექსპერტმა ალესანდრო ბურიანიმ.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კლინიკის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალით დაკომპლექტებულმა ექვსმა სამუშაო ჯგუფმა მიიღო, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას Accreditation Canada-ს Qmentum International™ პროგრამის ფარგლებში და აქტიურად იქნებიან ჩართული ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების პროცესში.
Accreditation Canada საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოა, რომელიც 60 წელზე მეტია მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კლინიკა „კონსილიუმ მედულასა“ და Accreditation Canada-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2023 წლის მაისში გაფორმდა და აკრედიტაციის პროცესის პირველი ეტაპი 2025 წელს დასრულდება.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comentários