13 ივნისი, 2022
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
-„როცა ვსაუბრობთ, თუ რატომ ბოლდება მოსახლეობა და რატომ ურჩევნიათ “ტკბილი ტყუილი”, რატომ თვლიან, რომ მწარე სიმართლე “ნეგატივია“და “იმუნიტეტი” უზიანდებათ მაშინ, როცა სიმართლე ესმით?! როცა ასტროლოგია, მაგია და შეთქმულების თეორიები განიხილება, როგორც ფაქტი და მეცნიერება განიხილება, როგორც ეშმაკისეული, სატანისტური, მასონური და ასე შემდეგ?! პასუხი მარტივია – მიზეზი გაუნათლებლობაა; ასეთი გაუნათლებლობა საიდან მოდის? საიდან და ბაღიდან, სკოლიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან; დავიწყოთ უმაღლესი სასწავლებლებით. ქვეყანაში 55 სასწავლებელი არის უმაღლესი სასწავლებლის სტატუსით. მათგან გლობალური რეტინგების სიაში რამდენია და რომელ საფეხურზე არიან, ეს კიდევ სხვა თემაა… ამ სტატისტიკით გამოდის, რომ საქართველოში მეცნიერული ცხოვრება უნდა დუღდეს და ყოველკვირა რამე მეცნიერული კონფერენცია, სემინარი, გამოფენა ან ვორკშოპი უნდა ტარდებოდეს, როგორც მინიმუმ, 55 მეცნიერული სტატია მაინც უნდა იბეჭდებოდეს კვირაში მხოლოდ ქართულ ჟურნალებში…. რეალურად კი სულ სხვა სიტუაციაა. ქვეყანა გადაიქცა ფასადურ “პოტიომკინის სოფლად” (დარწმუნებული ვარ, პოტიომკინი ვინ იყო, ბევრმა ისიც არ იცის, სამაგიეროდ, ანტივაქსერების სახელი და გვარები ზეპირად იციან). განათლების სისტემა (ზოგადად) ღრმა კრიზისშია. არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსები იხარჯება ზუსტად პოტიომკინის სიფლების შესაქმნელად. რა არის ქვეყნის სტრატეგიული ხედვა, საით მივდივართ? რა გვინდა? სკოლის მასწავლებლების >70% ვერ აბარებს იმ საგნების გამოცდებს, რომელსაც ასწავლიან. PISA-ს შეფასებით, სკოლის მოსწავლეები ჩამორჩებიან მათემატიკის ცოდნაში, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში. სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს ამ პრობლემებზე. და ვინმე ამ ქვეყანაში კიდევ ითხოვს ხარისხიან ჯანდაცვას?! ამ ქვეყანას სჭირდება რადიკალური რეფორმები განათლებაში და ჯანდაცვაში P.S. უჩემოდ არ გამოგივათ #არდაბოლდე
ჯანმრთელობას გისურვებთ…“
---
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
---
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili
Comments