23/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და მრავალი დაავადების გამომწვევ მიზეზს, როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ძალიან გავრცელებულია. ადამიანთა 80% თავისი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აუცილებლად ინფიცირდება პაპილომაა ვირუსის ერთი ან მეტი შტამით.
2006 წლიდან პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 75-ზე მეტ ქვეყანაში. ვაქცინას გავლილი აქვს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საფუძვლიანი შემოწმება. მის უსაფრთხოებას 3 მილიონზე მეტი გამოყენებული დოზაც ადასტურებს. ვაქცინაცია ძალიან მაღალეფექტურია, ვაქცინირებულების 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების მაღალი დამცველობითი ტიტრი. ვაქცინაში შედის პაპილომა ვირუსის ის შტამები, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ყველაზე უფრო ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოსა და გენიტალურ მეჭეჭებს.
ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ის პრევენცია. ვაქცინაცია რეგულარულ სკრინინგთან ერთად წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას.
10-18 წლამდე პირებს ვაქცინაცია სახელმწიფო დაფინანსებით უფასოდ ეკუთვნით. თუ, თქვენ ამ ასაკში არ ჩაგიტარებიათ ვაქცინაცია მისი ჩატარება შეგიძლიათ ზედა ასაკშიც. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა ვაქცინის მაღალეფექტურობა და უსაფრთხოება 45 წლის ასაკამდე.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
ლინკი:
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments