top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაშია – „მაიმუნის ყვავილი“

20 მაისი, 2022

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:

-„მაიმუნის ყვავილის ვირუსი – Monkeypox virus. ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში (იხილეთ: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1923205…)

ბრიტანეთში და პორტუგალიაში დადასტურდა რამოდენინე შემთხვევა. ვინაიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ იხილეთ მოკლე განმარტება: მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავდების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის. სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს. ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს”.


ჯანდაცვის ორგანოებისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ჩუტყვავილას სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მაიმუნის ჩუტყვავილას უახლესი ახალი შემთხვევები საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში დაფიქსირდა, რასაც წინ უძღოდა აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში შემთხვევების დადასტურება, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა.

დაავადება ყველაზე მეტად გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებში. დაავადების შემთხვევების რეგიონის გარეთ გავრცელება ხშირად დაკავშირებულია რეგიონში მოგზაურობასთან.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მაიმუნის ჩუტყვავილა იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა და რომლისგანაც ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება.

ვირუსი ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის და ფართო საზოგადოებისთვის რისკი ძალიან დაბალია.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili





5 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page