25/07/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინფორმაციას ავრცელებს:
„მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება“
მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები "დენგეს" ვირუსით ინფიცირება ემუქრება.
ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.
„დენგე" ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და ადამიანებზეც გადადის.
შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს. ვაქცინა ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება. მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.
„დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას", - აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments