top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე! მოვამზადოთ ჟანგბადები – გიორგი ფხაკაძე

10/04/2021

კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ყველა ბერკეტი, რასაც შეეძლო, შეეკავებინა, გაწყდა. დღეს ბოლო თოკი გაწყდა იმ თავყრილობით, რასაც ყველანი ვუყურებდით – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.


„ჩემო კოლეგეო, მოემზადეთ – მომავალი 2 კვირა გვექნება ძალიან მძიმე, მოვამზადოთ ჟანგბადები, პერსონალური თავდაცვის საშაულებები, პირბადეები, ვიფიქროთ, როგორ გავაძლიეროთ კარანტინის სისტემა სამედიცინო დაწესებულებებში.

გაუფრთხილდით თავს, თქვენ ხართ ფრონტის წინა ხაზზე თუ თქვენ გახდებით ავად, მოსახლეობა დარჩება ჯანდაცვის სისტემის გარეშე. თქვენ ხართ ახლა მთავარი. ნურავის უსმენთ. უსმინეთ თქვენ გულს და თქვენს პროფესიონალიზმს.

საქართველოში შემოვიდა ბრიტანული შტამი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება. გაუფრთხილდით თავს, მოემზადეთ. იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს.

მივმართავ მოსახლეობას – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები და ნუ შეგროვდებით ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ” – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page