top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„მკურნალობის გარეშე B, C და D ჰეპატიტმა შეიძლება ღვიძლის კიბო გამოიწვიოს“

Updated: Jul 31, 2023

30/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი


28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა.

5 ფაქტი ჰეპატიტის შესახებ:

ევროპაში ყოველწლიურად 100,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება B და C ჰეპატიტით.

B, C და D ჰეპატიტების დროულ ტესტირებასა და მკურნალობას ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

მკურნალობის გარეშე B, C და D ჰეპატიტმა შეიძლება ღვიძლის კიბო გამოიწვიოს.

დაბინძურებულ ნემსებს შეუძლია B, C და D ჰეპატიტების გადაცემა.

დაბინძურებული საკვებისა და წყლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს

A და E ჰეპატიტი.

გაუფრთხილდი შენს ღვიძლს, ჩაიტარე ტესტიტება!

#WorldHepatitisDay #accreditationge #drpkhakadze Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამაში ჩართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არის სრულიად უფასო. უფასოდაა ხელმისაწვდომი უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტები.


პროგრამის დაწყებიდან დღემდე პროგრამაში ჩაერთო 83 183 მოქალაქე.


განკურნების მაჩვენებელი 99%-ია!


C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების განმავლობაში, ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა. შეინიშნება B და C ჰეპატიტების რისკფაქტორების მკვეთრი შემცირებაც.წარმატებული ვაქცინაციისა და ინფექციის მართვის სხვა კომპონენტის სრულყოფით, C ჰეპატიტთან ერთად რეალური ხდება B ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა.


► С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.moh.gov.ge/ka/528/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



235 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page