top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

“მკვლელობა ხომ მოხდა? ყველა პარტია, ვინც კი მონაწილეობდა არჩევნებში, არის დამნაშავე, მორჩა!”

04/12/2020

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.


– თქვენ დაესწარით პრემიერის, სამთავრობო გუნდის შეხვედრებს ექიმებთან და ისაუბრეთ, მოსალოდნენ შეზღუდვებზე. 26 ნოემბერს გამოცხადდა შეზღუდვები – ეს ის არის, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეთ?


– კარგი კითხვაა – ეს ის არის? არა, ეს ის არ არის! ჩვენ მთავრობამ მოგვაწოდა 2 ვარიანტი, ერთს საერთო არაფერი ჰქონდა ეპიდიმიოლოგიასთან, იქ იყო საუბარი, რაღაც, კვირაში ერთხელ ჩაკეტვაზე, მოკლედ, თითქმის არაფრის ჩაკეტვაზე. მეორე ვარიანტი იყო ის, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ.


მე ვიყავი ორ შეხვედრაზე და ორივეზე გავაჟღერე ჩემი ექსპერტული მოსაზრება, რომ სასწრაფოდ გასატარებელია მკაცრი კარანტინი, რომელიც შემოვიღეთ სულ პირველად. სხვა გამოსავალი ქვეყანას აღარ დარჩა. ყველამ თქვა თავისი აზრი და ყველამ ღიად თქვას, რა მოსაზრება ჰქონდათ. მე ჩემი კოლეგების საუბარს არ და ვერ გამოვიტან.


მე ვთქვი, რომ ამ ორი ვარიანტიდან, კი ბატონო, მეორე სჯობს, მაგრამ მთლიანად უნდა იყოს ჩაკეტილი ქვეყანა, რადგან ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გ ა ქ ც ე უ ლ ი ა! ჩემი კოლეგების რეკომენდაციებს მოუსმინეს და ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვაქვს. ჩემი მოსაზრება იყო, ძალიან მარტივი და ყველაზე მოკლე – ეპიდემია გაქცეულია როცაა, მსჯელობის საკითხი აღარ არის ჩაკეტვა.


როცა ეპიდემიას აკონტროლებ, მაშინ შეიძლება ისაუბრო წერტილოვან შეზღუდვებზე, მაგრამ როცა გაქცეულია ეპიდემია, ყველა საუბარი ამაზე ფუჭია. პარალელურად, მიდის პოლიტიკური გარჩევა, ვინ დამნაშავეა და ვინ - არა.


ჯანდაცვის მინისტრის დიპლომის გარჩევისას, ისიც მოიკითონ, ე.წ. ექსპერტებს რა დიპლომები აქვთ და რამდენს აქვს მსგავსი დიპლომი. ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, არის დამნაშავე – მორჩა! რომ ვუყურებდი ტელევიზორში, გული მისკდებოდა, ხელს ართმევდნენ ხალხს.


მკვლელობა ხომ მოხდა? მოხდა და ამ მკვლელობას ჰყავს თანამონაწილეები, ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც კი მონაწილეობდა არჩევნებში, არის დამნაშავე. მორჩა! ნუ ვეძებთ ვინ უფრო მეტი დამნაშავეა, ვინ ჩაარტყა ორჯერ დანა და ვინ ერთხელ.


-მაგრამ, ამ არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა აიღო ხელისუფლებამ და თუ ასეთი საფრთხე არსებობდა, უნდა გადადებულიყო მაშინ არჩევნები…


– მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვსაუბრობ, ეპიდემიოლოგიური კუთხით, რა იქნებოდა სწორი და რა იყო არასწორი, არჩევნები უნდა გადადებულიყო, რა თქმა უნდა, მაგრამ არავის უნდოდა ამ არჩევნების გადადება, ეგეც მე უნდა ვთქვა? ხომ იცით, რომ ყველას ჰქონდა თავისი გათვლები. ჩვენ შევეწირეთ ამ თამაშს. ამ პოლიტიკური პარტიების უკან ბიზნესმენები ხომ დგანან? რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკოსებმა ხომ უნდა თქვან ის, რაც ბიზნესმენებს აწყობთ?


წარმოიდგინეთ, გამოდის გიორგი ფხაკაძე და ამბობს, რომ აფთიაქებში, საავადმყოფოებში მაფიაა და დასალაგებელია მთლიანად სისტემა და რა ხდება? – სხდებიან ადამიანები, მათ შორის ექიმებიც, რომლებსაც აქვთ თავისი პოლიტიკური ინტერესი, ჰყავთ პრესა, აქვთ ბიზნესინტერესი და მე მიძღვნიან სამგვერდიან სტატიებს – გესმით?


ყველაზე მეტად რაზე ვბრაზობ, ექიმი ხარ, ეპიდემიოლოგია არ გისწავლია, დავუშვათ, მაგრამ როგორ შეიძლება ექიმი, რომელსაც აქვს ბაზისური განათლება, გამოვიდეს და თქვას, რომ თურმე, ჩაკეტვა არ არის კარგი. ჩემთვის ის უკვე ექიმი აღარაა, იმას დიპლომი უნდა ჩამოართვა.


მეორე მომენტია, ამდენს რომ ეძახით ექსპერტს, რამდენია სინამდვილეში მედიცინის დოქტორი? მე ვარ ექიმი, მაგისტრატურა მაქვს გავლილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით და მაქვს სადოქტორო დაცული. როცა რაღაცას ვამბობ, ვიცი და იმიტომ ვამბობ. ადამიანს მაგისტრატურაც არა აქვს დამთავრებული და – ექსპერტია. კარგი ექიმია, კი ბატონო, მაგრამ განყოფილების იქეთ, არ იცის რა ხდება.


20 წელი დამჭირდა, ცოდნის დასაგროვებლად, 60-მდე ქვეყანაში ვიმუშავე და სამეცნიერო სტატიას რომ ვკითხულობ, ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო მისი ანალიზი და პირდაპირ არ ვაკოპირებ, თორემ, ასე ინგლისური ბევრმა იცის…


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page