05.05.2020 Rustavi2
მეცნიერულ კვლევებში იყო საუბარი, რომ შესაძლოა დეკემბერში და ნოემბერშიც კი იყო ევროპაში კორონავირუსი - გიორგი ფხაკაძე
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე "დღის კურიერში" სტუმრობისას გარდიანის სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეს ჯერ კიდევ დეკემბერში დაუდგინდა, როდესაც ევროპაში კორონავირუსზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობდა.
გიორგი ფხაკაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ახალი არ არის და ამაზე კვლევები მიმდინარეობს.
ფხაკაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაზუსტებულ ინფორმაციას დაეყრდნოს.
"მეცნიერულ კვლევებში იყო საუბარი, რომ შესაძლოა როგორც დეკემბერში, ასევე ნოემბერშიც კი ყოფილიყო კორონავირუსი. ამას კიდევ უნდა გადამოწმება. ამაზე კვლევები მიმდინარეობს.
"კოვიდ-19" არის ძალიან ახალი, მის შესახებ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. ძალიან ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი ატარებს კვლევებს და შემდეგ დიდი აჟიოტაჟია პრესაში. ჩვენ ნებისმიერ ინფორმაციას მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან უნდა მივიღოთ.
"კოვიდ-19" რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო, თუ ერთი თვით ადრე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ძირითადად ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ წამალი უფრო ადრე გვექნება, ვიდრე ვაქცინა," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/163511
Comments