top of page

მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოში „ქართული სეზონური გრიპია“ ... ქვეყანაში, სადაც კოვიდსაც...

12/06/2022

პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგი საფრთხის შესახებ წერს.

მისი თქმით, საქართველოში არ შეიძლება, კოვიდის ხსენება, ისევე როგორც რუსეთში არ ახსენებენ ომს.

✅ქვეყანაში, სადაც კოვიდსაც სახელს უცვლიან, ადამიანმა რა უნდა გააკეთო?! რა დავაშავეთ?

საქართველოში ამჟამად გავრცელებულ ვირუსს კოვიდს იმიტომ არ უწოდებენ, რომ მედპერსონალს დანამატი და კლინიკებს კოვიდდაფინანსება არ მისცენ, ეს ვიფიქროთ?

✅მეგობრებო, ფრთხილად იყავით, საქართველოში „ქართული სეზონური გრიპია“, ოქტომბრის სეზონის გრიპი ივნისში…

✅კოვიდის სახელის ხსენება აკრძალულია, როგორც რუსეთში – ომის.

რუსეთი ხომ უკრაინაში წარმოებულ ომს “სპეციალურ ოპერაციას” უწოდებს, ჩვენ კოვიდს „სეზონურ გრიპს“ ვეძახით.

✅გვაბოლებენ და უმრავლესობა ბოლდება. ჩემი მოწოდებაა: არ დაბოლდეთ!

✅ფრთხილად იყავით, საქართველოში „სეზონური გრიპია“ ანუ კოვიდი.

✅ჯანმრთელობას გისურვებთ“… წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს „ტვ პირველის“ ვიდეოს, სადაც მედპერსონალი საუბრობს, რომ მას კოვიდით დაავადებულთა რაოდენობის შემცირების შემდეგ მათ დანამატი მოეხსნათ და შესაბამისად ხელფასები შეუმცირდათ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page