28/02/2021
მეუფე იაკობის განცხადებას, რომ „არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.
„ამას როდის ვამბობდი. სიმართლე ვთქვათ. მე რომ ვთქვი ზუსტად ეს სიტყვები, რამდენი დამესია (2020 ივნისიდან, ვისაც არ გახსოვთ)“, – წერს პროფესორი Facebook-ზე.
ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა:
„ვისაც საქართველო უყვარს, ეს სიტუაცია ალბათ, ყველას დააფიქრებს. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ყველაფერი არასწორად ვითარდება. რადგან როგორც ვიცით, ცოტა რომ დაწყნარდება სიტუაცია მაგაზეც ვისაუბრებთ. „იმ მობილობებმა რაც იყო, გამოიწვია ის, რომ აგვისტოს მერე ფაქტობრივად, საქართველოში ეპიდემია გაძლიერდა, ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა. რაც ყველაზე სამწუხაროა, 300 ადამიანზე მეტის სიკვდილი მოჰყვა. სიმართლე ვთქვათ, არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო.“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments