top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„მე-4 დოზა მე-3 დოზიდან 4 თვეში უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფაიზერი! იმედია, საბჭო მიიღებს...

18 აპრილი, 2022

#drpkhakadze აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს: „ფხაკაძემ თქვა… გადის დრო და ….. უი, ფხაკაძე მართალი იყო! მერამდენედ?! უცნაური ქვეყანა ვართ რა! იმედია, საბჭო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას! მე-4 დოზა მე-3 დოზიდან 4 თვეში უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფაიზერი! ჩინურ ნაგავს დღეს მტერსაც არ გავუკეთებ.

ჯანმრთელობას გისურვებთ…“


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სერიოზული ანალიზი გააკეთა მეოთხე დოზასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, მალე შედგება იმუნიზაციის საბჭო. იმუნიზაციის საბჭოს გადასაწყვეტია, ვის, როგორ, რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაუკეთდეს მეოთხე დოზა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი რეკომენდაციები აქვს, რასაც იმუნიზაციის საბჭოზე გავაჟღერებთ“.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„იმუნიზაციის საბჭოდან ვაქცინის მეოთხე დოზით აცრის საჭიროებაზე რეკომენდაცია ჯერჯერობით არ მოსულა. ერთ თვეზე მეტია ვაკვირდებით, – ეპიდემიური სიტუაცია ქვეყანაში მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, ბოლო რამდენიმე კვირაა, მინამუმანდეა დაყვანილი ახალი შემთხვევების რაოდენობა, გარდაცვალების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული. იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში იხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს, ამა თუ იმ ვირუსის და შტამის მიმდინარეობას, საბჭოდან თუ იქნება ამის ვაქცინის მეოთხე დოზა რეკომენდაცია, მერე უკვე სამინისტროს დონეზე გავივლით ამას და შევჯერდებითა“.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




0 views0 comments

Kommentare


Post: Blog2_Post
bottom of page