27/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდ ვაქცინაცია ევროპაში დაიწყო.
„კოვიდ ვაქცინაცია ევროპაში დაიწყო.
დიახ, ეს დღევანდელი ფოტოა - ჟენევა, 20-10-2023. ვაქცინა ხელმისაწვდომია ყველა აფთიაქში მარტივად, ყველანაირი რეგისტრაციის გარეშე, ისევე როგორც სეზონური გრიპის ვაქცანა. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
მისი თქმით, გრიპისა და კოვიდის ახალი ვაქცინებია.
„მიდიხარ აფთიაქში და არის უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. გრიპისა და კოვიდის ახალი ვაქცინებია.
ადრე ვამბობდი, რომ გრიპისა და კოვიდის ვაქცინა ერთდროულად იქნებოდა. მეცნიერები მუშაობენ, რომ ორივე ვაქცინა ერთ იყოს.
კოვიდი არსად წასულა. საქართველოში შემოიტანონ ვაქცინა და ვისაც უნდა აიცრება.
მდიდარ ქვეყნებში ეს არის ხელმისაწვდომი.
მე მეცნიერულად ვუდგები საქმეს და გაფრთხილებდით, რა როგორ იქნებოდა.
ვამბობდი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ცხოვრება, ვინ მომისმინა? ძალიან ბევრი პაციენტია პოსტკოვიდით“, - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comentarios