12/05/2021
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მას საქართველოში მამა და ორი და ჰყავს, თუმცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქინით ამ დრომდე არ აცრილან. ფხაკაძის თქმით, მისი ოჯახის წევრები საქართველოში „ფაიზერის” ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანას ელოდებიან. „მამა და ორი და მყავს საქართველოში, მაგრამ ამ ეტაპზე, არ არიან აცრილები, ვფიქრობ „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან, როცა ვაქცინა საქართველოში იქნება. „Bloomberg“ -ის კვლევის თანახმად, კოვიდგადატანილების 50%-ს, დიაბეტის რისკის ქვეშ არიან. ეს, ძალიან საგანგაშო რიცხვია!”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „პრაიმ ტაიმთან”.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments