top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„მაიმუნის ვირუსის სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყ

19/05/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მაიმუნის ჩუტყვავილაზე (მაიმუნის ვირუსი) წერს, რომელიც ბოლო დღეებია, რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა.


მისი თქმით, მაიმუნის ვირუსის მკურნალობისთვის სპეციფიკური კურსი ამჟამად არ არსებობს.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში. ბრიტანეთში და პორტუგალიაში დადასტურდა რამდენიმე შემთხვევა.


მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ, თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.


სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს. ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური კურსი არ არსებობს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს“, - წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page