15/01/2021
”კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა”. – ამის შესახებ, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ”რუსთავი 2” – ის ეთერში განაცხადა.
”ბავშვები, ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან პანდემიის გამო, როგორც უფროსები. განსაკუთრებით, ჭარბწონიანი ბავშვებისთვის არის საშიში კორონავირუსი. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო”. – აღნიშნა მან.
მისი განმარტებით ბავშვების ვაქცინაციისთვის ჯერჯერობით, არცერთ კომპანიას კვლევა არ გაუკეთებია. შესაბამისად, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი მწარმოებლის – Pfizer – ის და AstraZeneca – ს პრეპარატების შემოტანაზე აქტიურად მუშაობს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
コメント