15.01.2021 Rustavi2
პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსი განსაკუთრებით საშიში ჭარბწონიანი ბავშვებისთვისაა.
ამასთან, ფხაკაძის თქმით, ბავშვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვაქცინაციაში, ვინაიდან ჯერ შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.
"ბავშვები ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან პანდემიის გამო, როგორიც უფროსები. განსაკუთრებით, ჭარბწონიანი ბავშვებისთვის არის საშიში კორონავირუსი. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიან ბავშვებს ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია კვლევა, შესაბამისად, ბავშვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვაქცინაციაში, ვინაიდან ჯერ შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა,"- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/187474
댓글