top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

“კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ანგელოზი გოგო, ამ პატარას დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ...

14/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე:


„ანტივაქსერები მთელი მსოფლიოდან ხვდებიან თავისივე „ბრძოლის მსხვერპლნი“.


დღეს კოვიდით გარდაიცვალა კიდევ ერთი, ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში, ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში ქალბატონი ვერონიკა ვალსკი და ასევე


ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო, კელი კოოკი .


ამ პატარა გოგონას დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიან არის.


არა ერთი სოციალურ ქსელში ცნობილი ანტივაქსერი გარდაიცვალა კოვიდით (მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში) ამ ბოლო დროს, დელტა ვარიანტი არავის ინდობს, მას არ აინტერესებს ადამიანის ასაკი, ეროვნება, რელიგია თუ ვაქცინების მიმართ შეხედულება. ეს ვირუსი არის ვერაგი.


აპროტესტეთ, საპროტესტოს მეტი რა არის, მაგრამ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს.


გახსოვდეთ, 100% ვერც ერთი წამალი და ვერც ერთი ვაქცინა დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ სიკვდილისგან, რეანიმაციისგან და პოსტკოვიდური (გრძელი კოვიდისგან) მდგომარეობისგან.


თუ გაინტერესებთ, რამდენი პროცენტით ხართ დაცული კოვიდ ვაქცინით, ჩემი პასუხი არის: 1% შანსი, რომ აერიდოთ სიკვდილი, ეს ცოტაა?!


დაფიქრდით და გამოიყენეთ საღი აზრი.


სანამ არის ფაიზერის ვაქცინა საქართველოში, დროზე აიცერით.


ჯანმრთელობას გისურვებთ“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page